„სამოქალაქო იდეა“ ციტირებულია CNN-ის სტატიაში

ამერიკულმა საინფორმაციო ორგანიზაციამ, CNN-მა 2025 წლის 16 ივლისს გამოაქვეყნა სტატია სათაურით: „საქართველოში დემოკრატიის დასუსტების ფონზე, რუსეთი, ჩინეთი და ირანი შესაძლებლობას ხედავენ“ (As democracy in Georgia collapses, Russia, China and Iran see an opening).

სტატიის თანახმად, „ქართული ოცნების“ მზარდი ავტორიტარული მმართველობის პირობებში საქართველო „სწრაფად ექცევა რუსეთის, ჩინეთისა და ირანის გავლენის ქვეშ“.

ჩინეთისა და ირანის გავლენების ანალიზისას, CNN-ი ერთ-ერთ მთავარ წყაროდ ციტირებს „სამოქალაქო იდეას“ მიერ მომზადებულ ანგარიშებს. 

გთავაზობთ, ამონარიდს სტატიიდან:

„ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია, სამოქალაქო იდეა იტყობინება, რომ „ქართულ ოცნებასა“ და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის დიპლომატიური კავშირების ინტენსიფიკაციის პარალელურად, საქართველოში ოპერირებენ კომპანიები, რომლებიც ირანის თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების სააგენტოსთან არიან დაკავშირებულნი.

გამოძიება ასკვნის, რომ “ირანელი ბიზნესმენები საქართველოს ტერიტორიას საერთაშორისო სანქციების ასარიდებლად და ირანის ისლამური რესპუბლიკის დასაფინანსებლად იყენებენ”.

Scroll to Top