“სამოქალაქო იდეის”და ეუთო-ს ერთობლივი ახალგაზრდული ფორუმი “ახალგაზრდები მშვიდობისა და დემოკრატიისთვის“


“სამოქალაქო იდეა” (თავმჯდომარე თინათინ ხიდაშელი) ეუთო-ს ახალგაზრდებისა და უსაფრთხოების საკითხებში სპეციალურ წარმომადგენელის ჩართულობით 6 თებერვალს გამართავს ახალგაზრდულ ფორუმს – “ახალგაზრდები მშვიდობისა და დემოკრატიისთვის“.

ფორუმის მიზანია ეუთო-ს ახალი ინიციატივის – „პერსპექტივები 20-30“ პრეზენტაცია. ეს უნიკალური პლატფორმაა საქართველოსათვის აქტუალური საკითხების განსახილველად, როგორც ახალგაზრდებსა და გადაწყვეტილების მიმღებს შორის, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის – როგორიცაა ეუთო, OSCE/ODIHR, გაერო, ევროკავშირი და მედია საზოგადოებას შორის.

შეხვედრას გახსნიან ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისის დირექტორი ფელიქს ჰეტი და ქეთევან ციხელაშვილი  საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში.

ფორუმში მონაწილეობენ ეუთო-ს მოქმედი სპეციალური წარმომადგენელი ახალგაზრდობისა და უსაფრთხოების საკითხებში ალბა ბროჟკა, და 2015-2019 წლებში ეუთოს ახალგაზრდობის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლები სამუელ გოდა, ანა-კატერინა დაინინგი და ნიკო შერნბეკ.
ქართველი სპიკერები: გიორგი კანაშვილი – მშვიდობის მშენებლობის და კონფლიქტების მართვის ექსპერტი;  
დავით უსუფაშვილი – საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავჯდომარე;
მანანა ქოჩლაძე  –  მწვანე ალტერნატივა;
პროფ.ბესიკ ლოლაძე – საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე,  
ახალგაზრდა მომხსენებლებთან ერთად წარმოადგენენ კონფლიქტების ანალიზს, ისაუბრებენ სამოქალაქო ინტეგრაციასა და ახალგაზრდების მონაწილეობით მშვიდობის მშენებლობის საუკეთესო პრაქტიკაზე.

ფორუმის ფარგლებში მოხდება რეკომენდაციების შემუშავება ეუთო-ს დოკუმენტის “პერსპექტივა 20-30”-ის ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე იმპლემენტაციისთვის.

ფორუმი – “ახალგაზრდები მშვიდობისა და დემოკრატიისთვის“, სამოქალაქო იდეას ეგიდით და ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ტარდება.

ახალგაზრდული ფურუმი ჩატარდება 6-7 თებერვალს.

Scroll to Top