სამოქალაქო იდეა უკვე ერთი წელია ახორციელებს პროექტს – „საქართველო როგორც მრავალეთნიკური და მრავალფეროვანი ქვეყანა“, რომლის მიზანიც საქართველოს მოსახლეობის (მიუხედავად ადამიანების ეთნიკური და რელიგიური კუთვნილებისა) ერთიან სამოქალაქო ერად ფორმირების ხელშეწყობაა. ამ მიზნით, პროექტის ცენტრალურ აქტივობას სასკოლო სახელმძღვანელოების საფუძვლიანი აუდიტი წარმოადგენდა, სწორედ იმის შესაფასებლად, თუ რამდენად უწყობს ხელს სასკოლო განათლება საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეთნოსებისა და ერების წარმომადგენლებს საქართველოს ისტორიის, განვითარებისა და სახელმწიფოებრიობის ნაწილად იგრძნონ თავი. შესაბამისად, სასკოლო სახელმძღვანელოების მონიტორინგი განხორციელდა 5 საგანში:
• საქართველოს ისტორია (მე-6-12 კლასები)
• ქართული ენა და ლიტერატურა (მე-7-12 კლასები)
• სამოქალაქო განათლება (მე-7-12 კლასები)
• გეოგრაფია (მე-7-11 კლასები)
• ხელოვნების ისტორია / სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება (მე-2,3, მე-7-9 კლასები)
სახელმძღვანელოების მონიტორინგის პროცესში ჩვენი ძირითადი მიზანი იყო შეგვესწავლა, თუ რას ამბობენ წიგნები ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების შესახებ, რამდენადაა მათი წვლილი სახელმწიფოებრიობის შენების პროცესში საკმარისად წარმოჩენილი, ასევე, ზოგადად, რა ტიპის ინფორმაციას აწვდის სახელმძღვანელო მოსწავლეს ტოლერანტობის, მრავალფეროვნების შესახებ. შეფასდა სახელმძღვანელოების სტრუქტურა, თავების დასათაურების ლოგიკურობა, ინფორმაციის სანდოობა და მრავალმხრივობა.
ანგარიში სრულად ?