ორგანიზაცია, სამოქალაქო იდეამ, ამა წლის 16 ოქტომბერს წარმოგიდგინათ ფაქტები მმართველი პარტიის, რუსული ხაზინის შესახებ. კერძოდ, ჩვენს ანგარიშში ნათლად გამოჩნდა, რომ ქართული ოცნების მსხვილი შემომწირველების უმრავლესობის უკან რუსეთის ბაზარი და რუსული ფული დგას. მათი ინტერესები ორგანულად არის დაკავშირებული მოსკოვთან და შესაბამისად, მეტი სარგებლის მიღებისთვის სწორედ რუსეთზე დამოკიდებულების ზრდას და გაძლიერებას უჭერენ მხარს. ჩვენ ფაქტებით გაჩვენეთ თუ რამ გამოიწვია ქართული ღვინის ექსპორტის რუსულ ბაზარზე დამოკიდებულების 73,5 პროცენტამდე ზრდა, რაც ერთმნიშვნელოვნად ისეთი სახიფათო ზღვარია, რომელიც კრემლის მხრიდან ბაზრის საკუთარი პოლიტიკური ამოცანებისთვის გამოყენების ნებისმიერი შემდეგი რაუნდის დროს, ქართულ ეკონომიკას მორიგი კრიზისითა და ჩამოშლით ემუქრება.
მთავარი მავნებლობა, რომელიც ქართული ოცნების მმართველობის ბოლო წლებში განხორციელდა, ბაზრების დივერსიფიცირების ნაცვლად, რუსულ ბაზარზე დამოკიდებულების მუდმივი ზრდაა რაც სწორედ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრების (ალექსანდრე ივანიშვილი, უჩა მამაცაშვილი და სხვები) და მათი ბიზნეს პარტნიორი შემომწირველების ხელით კეთდებოდა.
დღეს, ამ კვლევის მეორე ნაწილი უნდა წარმოგიდგინოთ, სადაც კიდევ უფრო ტრაგიკულ შემთხვევებზე მოგიყვებით. კერძოდ, ფაქტობრივ მასალაზე დაყრდნობით იხილავთ ოცნების იმ შემომწირველების შესახებ ინფორმაციას, რომლებიც არა უბრალოდ ვაჭრობენ ან სხვაგვარ ეკონომიკურ-პოლიტიკურ კავშირებში არიან რუსეთთან, არამედ უკრაინაში „ომის საერთაშორისო სპონსორების სიაში“ მოხვდნენ და შესაბამისად სანქციების ქვეშ არიან.
იხილეთ კვლევის მეორე ნაწილი სრულად: