ქართული სამოქალაქო საზოგადოების ხმა – “სამოქალაქო იდეა” Forum 2000-ის კონფერენციაზე

„რადგან მმართველი პარტია – „ქართული ოცნება“ – აგრძელებს დემოკრატიის ნგრევას საქართველოში, მნიშვნელოვანია, რომ დასავლელი პოლიტიკოსები არ ჩაერთონ პოლიტიკურ დიალოგში მათ წარმომადგენლებთან,“ — განაცხადა სამოქალაქო იდეას ხელმძღვანელმა, თინათინ ხიდაშელმა, Forum 2000-ის კონფერენციაზე გამართულ პანელზე, რომელიც პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრმა და სამოქალაქო იდეამ ერთობლივად დააორგანიზეს. 

პანელზე თინათინ ხიდაშელთან ერთად საქართველოდან  მოწვეულნი იყვნენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები; საბა ბრაჭველი და გია ნოდია, რომლებმაც ისაუბრეს მთავრობის რეპრესიული პოლიტიკის წინააღმდეგ არსებულ წინააღმდეგობასა და იმ ბერკეტებზე, რომლითაც ევროპას საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა შეუძლია.

„ამჟამინდელი ხელისუფლება ძალაუფლებას სამი გზით ინარჩუნებს; პროპაგანდა სამართალდამცავი სისტემა და ფინანსები. საჭიროა ფინანსური სანქციები იმ პირებისა და ბიზნესების მიმართ, რომლებიც ამ მმართველობის დაფინანსებას უწყობენ ხელს,“ – განაცხადა საბა ბრაჭველმა.

„წინააღმდეგობის მოძრაობა წარმატებულია და საბოლოოდ შეცვლის ამ რეჟიმს,“ – აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა.

“ბოლო წლებში საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება სულ უფრო ძლიერ ზეწოლას განიცდის ხელისუფლების მხრიდან, რომელიც ცდილობს ძალაუფლების კონსოლიდაციას და კრიტიკოსებს „უცხოეთის აგენტებად“ ან „სახელმწიფოს მტრებად“ აჩვენებს. როდესაც სამოქალაქო სივრცე თანდათან ვიწროვდება, აქტივისტები აგრძელებენ წინააღმდეგობას – ორგანიზდებიან, ადაპტირდებიან და იცავენ დემოკრატიულ ღირებულებებს”. – აღნიშნულია Forum 2000-ის აღწერაში.

Scroll to Top