20 აპრილს გამოქვეყნებული South China Morning Post-ის სტატიის მიხედვით, ჩინელმა მეცნიერებმა შეძლეს წყალბადზე დაფუძნებული ასაფეთქებელი მოწყობილების დეტონირება კონტროლირებადი საველე ტესტისას. ბომბმა დამანგრეველი ქიმიური ჯაჭვური რეაქციები გამოიწვია მიუხედავად იმისა, რომ არ იყენებდა ბირთვულ მასალას და შეიცავდა მაგნიუმის ჰიბრიდს.
ორკილოგრამიანმა ბომბმა 1000 გრადუსი ცელსიუსის ტემპერატურის ცეცხლოვანი ბურთი შექმნა, რამაც 2 წამზე მეტი გასტანა. აღსანიშნავია, რომ მისი ხანგრძლივობა ტროტილის ბომბის აფეთქების ხანგრძლივობას 15-ჯერ აღემატებოდა.
წყალბადის გაზის აფეთქება მინიმალური აალების ენერგიით იწყება, აქვს აფეთქების ფართო დიაპაზონი და ქმნის ცეცხლს, რომელიც მაღალი სისწრაფით მიედინება გარეთ.
მკვლევარების მიხედვით, წყალბადის ბომბი დიდი წინსვლაა ჩინურ სამხედრო შესაძლებლობებში, ვინაიდან მას შეუძლია როგორც ცეცხლის პროექცია, ისე მიზნობრივი განადგურება.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ მაგნიუმის ჰიბრიდის წარმოება დიდი ხნის განმავლობაში მხოლოდ ლაბორატორიებზე იყო შეზღუდული, თუმცა შაანსის პროვინციაში მაღალი ტევადობის ქარხნის გახსნის შემდეგ შესაძლებელი გახდა წლიურად 150 ტონის წარმოება.
გარდა წყალბადის ბომბისა, ჩინეთის კაბინეტმა დაამტკიცა ახალი პროექტი აღმოსავლეთ ჟეჯიანში ატომური ელექტროსადგურის შექმნის შესახებ. ექსპერტების მიხედვით, ჩინეთის ახალი პროექტები ტაივანში შოკისა და შიშის გამოწვევას ემსახურება, რასაც ამტკიცებს ისიც, რომ 22 აპრილს ტაივანთან თერთმეტი ჩინური სამხედრო თვითმფრინავი, ექვსი ჩინური საზღვაო ხომალდი და ოთხი ოფიციალური გემი დააფიქსირეს. აღნიშნულმა სამხედრო ტექნიკამ ტაივანის ჩრდილოეთ, სამხრეთ-დასავლეთ და აღმოსავლეთ საჰაერო თავდაცვის იდენტიფიკაციის ზონა (ADIZ) გადაკვეთა.