სამოქალაქო იდეა მოხარულია წარმოგიდგინოთ გარემოს მონიტორინგის ანგარიში, “ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კონტრაქტორთა გადაცდომები საქართველოს ავტომაგისტრალებზე გარემოსდაცვითი კუთხით”.
2018 წლიდან, ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, “სამოქალაქო იდეა” ახორციელებს საქართველოს ინფრასტრუქტურის სექტორში მოქმედი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული და მის მიერ კონტროლირებადი კომპანიების მონიტორინგს. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ისეთ უმნიშვნელოვანეს პროექტებს, როგორიცაა: ავტომაგისტრალები, გვირაბები და ხიდები. წინამდებარე ანგარიშში წარმოგიდგენთ კომპლექსურ კვლევას იმის შესახებ, თუ რა გავლენას ახდენს გარემოზე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების (IFIs) მიერ დაფინანსებული და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენელი კონტრაქტორების მიერ განხორციელებული პროექტები. კვლევა მიმოიხილავს გარემოსდაცვითი მენეჯმენტისთვის გამოყენებულ მეთოდებს და შეფასებას აძლევს საერთაშორისო სტანდარტებთან მათ შესაბამისობას თუ შეუსაბამობას.
სრული ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ აქ