ჩინეთსა და იაპონიას შორის ეკონომიკური ურთიერთობები მწვავდება

ჩინეთი იაპონიას ეკონომიკურად დაუპირისპირდა მას შემდეგ რაც ტოკიოს პრემიერ მინისტრის, სანაე ტაკაიჩის, განცხადებამ თაივანთან დაკავშირებით ჩინეთის შეშფოთება გამოიწვია. მსგავსი შინაარსის უპრეცედენტო განაცხადს იაპონელი ლიდერები თავს არიდებდნენ, ამჟამად კი კომენტარმა აზიის ორი უმსხვილესი ეკონომიკის დაპირისპირებაში ჩართვა გამოიწვია.

ჩინეთის ვაჭრობის მინისტრმა განაცხადა, რომ იაპონიამ ჩინეთთან ეკონომიკურ თანამშრომლობას ძლიერი დარტყმა მიაყენა. იგი ამტკიცებს რომ იაპონია არ დგას სწორ გზაზე და აუცილებელ ზომებს მიიღებს შეურაცხმყოფელი კომენტარების შესაბამისად. ყველაზე მნიშვნელოვანი წერტილი კი ზღვის პროდუქტია. იაპონური მედიის მიერ პეკინის მიერ იმპორტის შესაძლო შეჩერების შესახებ გამოქვეყნებული ინფორმაციის შემდეგ, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იაპონურ ზღვის პროდუქტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ის ჩინეთში ვერ გაიყიდება. ტოკიოს არ მიუღია ოფიციალური შეტყობინება მოვლენების განვითარებასთან დაკავშირებით, თუმცა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებიდან გამომდინარე, იაპონური პროდუქტის აკრძალვის შესაძლებლობა დიდია.

იმპორტის შეწყვეტა მოჰყვება ჩინეთის მიერ 2023 წელს მიღებულ შეზღუდვებს ფუკუშიმას რადიოაქტიურად დაბინძურებული წყლის გაშვებასთან დაკავშირებით. იმპორტი მიმდინარე წლის დასაწყისში გაგრძელდა. 2023 წლის აკრძალვამდე, ჩინეთი (ჰონგ კონგთან ერთად) იაპონიის ზღვის პროდუქტის ექსპორტის მეხუთედზე მეტს შეადგენდა.

ტოკიო ცდილობს თავი აარიდოს ესკალაციას. იაპონიამ აღნიშნა, რომ მათ ერთი ჩინეთის პოლიტიკა ძალაში რჩება და პეკინში მოლაპარაკებებისთვის წარმომადგენლები გააგზავნა. როგორც წინა განცხადებებშია მოხსენიებული, ჩინეთის პრემიერ მინისტრი, ლი ქიანგი, არ გეგმავს ტაკაიჩისთან შეხვედრას G20 სამიტზე სამხრეთ აფრიკაში. NHK-ის მიხედვით, იაპონელმა ოფიციალურმა პირებმა ასევე პროტესტი გამოთქვეს ჩინეთის დიპლომატის სოციალურ პოსტთან დაკავშირებით და მოითხოვეს საპასუხო ზომები.

ანალიტიკოსების თქმით ჩინეთის მიერ გადადგმული ნაბიჯები იაპონური თევზჭერის, ტურიზმისა და კულტურული სფეროს წინააღმდეგ, ამჟამად არ წარმოადგენს იაპონიისათვის დიდ პოლიტიკურ დარტყმას. ჰოსეის უნივერსიტეტის ექსპერტი CNN-თან საუბრისას ამბობს, რომ ჩინეთის დეესკალაციის მოლოდინში, დიალოგი იაპონიის ერთადერთი გამოსავალია.

Scroll to Top