სამოქალაქო იდეა გთავაზობთ 2023 წლის 31 ივლისს ჩინეთ-საქართველოს შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტის ანალიზს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის შემდეგ საქართველოს და ჩინეთის ორმხრივი ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორობაში გადაიზარდა. 31 ივლისს საქართველოს მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით , მხარეები ვალდებულებას იღებენ, გააფართოვონ თანამშრომლობა და გააღრმავონ ურთიერთობები საერთაშორისო საკითხებში, ერთობლივად უზრუნველყონ რეგიონული და გლობალური მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება. დოკუმენტში გაწერილი დებულებებისა და პრინციპების სისრულეში მოყვანამ შესაძლოა, გამოიწვიოს საქართველოს სტრატეგიული დამოკიდებულება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაზე, შესაბამისი შედეგებით ქვეყნის საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციისა და საერთაშორისო ურთიერთობებისთვის. საგულისხმოა, რომ ეს ყველაფერი ხდება ევროატლანტიკური ინტეგრაციის დაჩქარებისთვის, სასწრაფო და აუცილებელი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მკვეთრი შეფერხებისა და ანტიდასავლური რიტორიკის ყოველდღიური ზრდის ფონზე.
სამოქალაქო იდეას სრული ანალიზი იხილეთ ?