აშშ-ს „ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიის“, იგივე „ჰელსინკის კომისიის“ წევრები შეშფოთებას გამოთქვამენ იმ ფაქტზე, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელოვანი წილი ჩინურ კონგლომერატს გადასცა, რომელიც აშშ-ს მიერ სანქცირებული და ჩინეთის მთავრობის მიერ მხარდაჭერილია.
კომისიის შვიდი წევრის მიხედვით, კონგლომერატის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, ჩინეთის კომუნიკაციების კონსტრუქციის კომპანია, ინფრასტრუქტურის განმავითარებელ პროექტებს ქვეყნების დესტაბილიზაციისა და მათი ჩინეთზე დამოკიდებულების გასაზრდელად იყენებს. გარდა ამისა, კომისია ხაზს უსვამს ჩინეთის შავ ზღვაში გააქტიურების საფრთხეებს, რომელიც, მათი თქმით, რეგიონის უსაფრთხოებასა და თავისუფალ ვაჭრობას უთხრის ძირს. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ჩინეთი რეგიონში გააქტიურებას რუსეთთან თანამშრომლობით ახერხებს.
აღნიშნული კომისიის დასკვნით, „ქართული ოცნება“ კიდევ უფრო დიდ საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის დემოკრატიულ ტრაექტორიასა და საკუთარი ეკონომიკური მომავლის დამოუკიდებლად განსაზღვრის უნარს. კონგრესმენები პარტიას მოუწოდებენ გადახედოს გადაწყვეტილებასა და შეაფასოს [სატენდერო] წინადადებები იმის მიხედვით, თუ რამდენად სამართლიანად და გამჭვირვალედ განავითარებენ ისინი კრიტიკულ ინფრასტრუქტურას.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ განცხადებას ხელს როგორც რესპუბლიკელი, ისე დემოკრატი სენატორები და კონგრესმენები.
