2024 წლის 24-27 სექტემბერს, სამოქალაქო იდეამ გამართა შეხვედრები ვაშინგტონში პარტნიორ ორგანიზაციებთან

2024 წლის 24-27 სექტემბერს, სამოქალაქო იდეამ, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტთან და Courtwatch-თან ერთად, გამართა შეხვედრები ვაშინგტონში პარტნიორ ორგანიზაციებთან და აშშ-ს სახელმწიფო უწყებებთან, მათ შორის  არიან: The German Marshall Fund, National Endowment for Democracy, Atlantic Council, American Foreign Policy Council, Freedom House, USAID, National Press Center Senate Foreign Relations Committee, Congress.

შეხვედრები ფოკუსირებული იყო საქართველოსთვის გადამწყვეტ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. დისკუსიებმა ხაზგასმით აღინიშნა, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ შესაძლოა დამარცხების წინაშე აღმოჩნდეს, ოპოზიციის წარმატება კი დამოკიდებულია სტრატეგიულ, ერთიან კამპანიაზე. გაჩნდა შეშფოთება „ქართული ოცნების“ მიერ პოლიტიკურ კამპანიებში ეკლესიის გამოყენების თაობაზე, ამიტომ მათ ხაზი გაუსვეს, რომ  საერთაშორისო ჩართულობა არჩევნების დაკვირვების პროცესში უმნიშვნელოვანესია სამართლიანი არჩევნების უზრუნველსაყოფად

შეხვედრებზე ასევე განიხილეს საქართველოში არსებული ძირითადი გამოწვევები, განსაკუთრებით  „კანონი უცხოელი აგენტების შესახებ“ და მისი გავლენა სამოქალაქო საზოგადოებაზე, სასამართლოს დამოუკიდებლობასა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე. მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს სასამართლო გამჭვირვალობისა და ანტიკორუფციული რეფორმების აუცილებლობას, როგორც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მოვლენებს საქართველოს დემოკრატიული პროგრესისთვის.

Scroll to Top