“სამოქალაქო იდეამ“ 5 ოქტომბერს, მედიის წარმომადგენლებისათვის გამართა მრგვალი მაგიდა – „ნარატივების შეჯიბრი, ბრძოლა გავლენისთვის ქართულ მედიაში“.
ღონისძიების მიზანი ორგანიზაციის პარტნიორ საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად, ჩინეთის გავლენის ოპერაციების, ეკონომიკური ექსპანსიის, სტრატეგიული თანამშრომლობის ხასიათისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ ცნობიერების ამაღლებაა.
საერთაშორისო ექსპერტებმა (ტაივანიდან, იაპონიიდან, ჩეხეთიდან, გერმანიიდან, საქართველოდან და უნგრეთიდან), მედიის წარმომადგენლებს გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება, ისაუბრეს მათი ქვეყნების პოლიტიკაზე და ჩინეთის გავლენებთან ბრძოლის სტრატეგიებზე მედიაში.