თეონა არის საქართველოს ღია უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. ის გახლდათ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე 2014-2018 წლებში. ქალბატონი აქუბარდია არის თავდაცვისა და უსაფრთხოების სამოქალაქო საბჭოს დამფუძნებელი. მას გააჩნია 11 წლიანი სამუშაო გამოცდილება არასამთავრობო სექტორში თავდაცვისა და უსაფრთხოების განხრით.
თეონას მინიჭებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის და მაგისტრის აკადემიური ხარისხი დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით. 2002-2005 წლებში მან დაამთავრა ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურა საქართველოს ისტორიის სპეციალობით და ამჟამად არის თსუ-ს დოქტორანტი. 2016 წელს მიენიჭა ლონდონის სამეფო კოლეჯის მაგისტრის აკადემიური ხარისხი საერთაშორისო უსაფრთხოების და სტრატეგიის სპეციალობით. ამავე წელს დიდ ბრიტანეთში გაიარა პოსტ-დოქტორის დონის შესაბამისი ერთ წლიანი კურსი თავდაცვის სამეფო კოლეჯში. არის რამოდენიმე კვლევის ავტორი.