აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო ურთიერთობების ახალი ეტაპი იწყება

პეკინში დონალდ ტრამპისა და სი ძინპინის შეხვედრის შემდეგ, თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ჩინეთი 2026-2028 წლებში ყოველწლიურად მინიმუმ 17 მილიარდი დოლარის ღირებულების ამერიკულ აგროპროდუქციას შეიძენს.

შეთანხმება მოიცავს სოფლის მეურნეობის ფართო სპექტრს, მათ შორის სოიოს, საქონლის ხორცს, ფრინველის პროდუქტებსა და სხვა სასოფლოსამეურნეო საქონელს. ეს ნაბიჯი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამერიკელი ფერმერებისთვის, რადგან ბოლო წლებში აშშჩინეთის სავაჭრო დაძაბულობის ფონზე ჩინეთში ამერიკული აგროექსპორტი მკვეთრად შემცირდა.

Reuters-ის ინფორმაციით, 2025 წელს ჩინეთში აშშის აგროექსპორტი წლიურად 65.7%-ით შემცირდა და მხოლოდ 8.4 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამავე პერიოდში ჩინეთმა მნიშვნელოვნად შეამცირა ამერიკულ სოიოზე დამოკიდებულებაც, 2016 წლის 41%-დან 2024 წელს დაახლოებით 20%-მდე.

მოლაპარაკებების ერთერთი მთავარი თემა სწორედ სოფლის მეურნეობა იყო. Reuters-ის თანახმად, ვაშინგტონი ცდილობდა პეკინისგან უფრო დიდი მოცულობის შესყიდვების გარანტიების მიღებას, განსაკუთრებით სოიოს მიმართულებით. მხარეები ასევე გეგმავენ აშშჩინეთის სავაჭრო და საინვესტიციო საბჭოების შექმნას, რომლებიც ტარიფების შემცირებასა და ბაზარზე წვდომის საკითხებზე იმუშავებენ.

Financial Times წერს, რომ ახალი მექანიზმები უნდა შეეხოს .. „არასენსიტიურსაქონელსა და ინვესტიციებს. გეგმის ნაწილი ასევე მოიცავს ჩინეთის მხრიდან ამერიკული საქონლის ხორცისა და ავიაციის სექტორისთვის ბაზრის გახსნას.

ტრამპის ადმინისტრაცია შეთანხმებას ეკონომიკური ურთიერთობებისსტაბილიზაციისკენ გადადგმულ ნაბიჯადაფასებს. მიუხედავად ოპტიმისტური განცხადებისა, პეკინი ამბობს, რომ შეთანხმებები ჯერ საბოლოოდ გაფორმებული არ არის. ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრომ 16 მაისს განაცხადა, რომ ტარიფებთან, სოფლის მეურნეობასა და ავიაციასთან დაკავშირებული შეთანხმებები ამ ეტაპზეწინასწარიხასიათისაა და დამატებით მოლაპარაკებებს საჭიროებს.

მიუხედავად ტაივანისა და ტექსექტორის გარშემო არსებული კრიზისისა, პეკინის სამიტმა ორმხრივი ეკონომიკური კომპრომისის მზაობა გამოაჩინა. ვაშინგტონი და პეკინი კავშირების აღდგენას ცდილობენ იქ, სადაც ურთიერთდამოკიდებულება სასიცოცხლოა.

Scroll to Top