თემა: უმცირესობათა თემების ინტეგრაცია და სამოქალაქო დიალოგი
18-22 წლის მოტივირებული და აქტიური ახალგაზრდები მთელი საქართველოდან შეიკრიბნენ იმისთვის, რომ: ესწავლათ უმცირესობათა თემების ინტეგრაციისა და სამოქალაქო დიალოგის შესახებ; დასწრებოდნენ ინტერაქტიულ ტრენინგებსა და ლექციებს; დაეგროვებინათ ახალი ცოდნა, გამოცდილებები, პრაქტიკული უნარ-ჩვევები, ახალი მეგობრები და დაუვიწყარი მოგონებები.