პროექტის "როგორ იქმნებოდა საქართველო" მიზანია, მოგვითხროს ჩვენი ქვეყნის მდიდარ ეთნიკურ და რელიგიურ მრავალფეროვნებაზე. ასევე, წარმოაჩინოს იმ უმცირესობების წვლილი, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შექმნეს საქართველოს საერთო ისტორია და კულტურული მემკვიდრეობა. აღნიშნული მასალა შექმნილია როგორც სასწავლო რესურსი ყველასთვის

სახელმძღვანელოების მონიტორინგი

სახელმძღვანელოების მონიტორინგის პროცესში ჩვენი ძირითადი მიზანი იყო შეგვესწავლა, თუ რას ამბობენ წიგნები ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების შესახებ, რამდენადაა მათი წვლილი სახელმწიფოებრიობის შენების პროცესში საკმარისად წარმოჩენილი, ასევე, ზოგადად, რა ტიპის ინფორმაციას აწვდის სახელმძღვანელო მოსწავლეს ტოლერანტობის, მრავალფეროვნების შესახებ. შეფასდა სახელმძღვანელოების სტრუქტურა, თავების დასათაურების ლოგიკურობა, ინფორმაციის სანდოობა და მრავალმხრივობა.

კვლევა - "განათლების პოლიტიკა უსაფრთხოების სამსახურში"

საქართველოში დემოკრატიის განვითარების პირობებში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა მულტიკულტურული საზოგადოების ინტეგრაცია და ინტერკულტურული დიალოგის განვითარებაა. შესაბამისად, საინტერესოა, სხვადასხვა მეტ-ნაკლებად წარმატებული მაგალითის ფონზე განვიხილოთ, თუ რა გზა გაიარეს დღემდე და როგორ ადაპტირდა უმცირესობათა მონაწილეობაზე ორიენტირებული სახელმწიფოთა საგანმანათლებლო მიდგომები, როგორია სტანდარტის დამდგენი ნორმატიული ჩარჩო, რა საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტები ამყარებს სახელმწიფოების ვალდებულებებს პატივი სცენ ეროვნული უმცირესობების უფლებებს და ა.შ. ჩვენი ნაშრომი სწორედ ამ საკითხებს ეხება.

აღნიშნული კვლევა წარმოადგენს მცდელობას ერთ სივრცეში გაერთიანდეს სამოქალაქო იდენტობის ფორმირების სხვადასხვა დისციპლინაში განხილული თემები (კულტურული, საგანმანათლებლო, სამართლებრივი და სხვა) და მიმოიხილავს მრავალფეროვნების პრაქტიკაში დანერგვას საფრანგეთის, შვეიცარიის, ლიეტუვის და იტალიის განათლების პოლიტიკის მაგალითებზე.

Scroll to Top