ჩინეთი სამხრეთ კავკასიასა და უზბეკეთში (20-26 ივლისი)

საქართველო

ჩინეთი საქართველოს ადგილობრივი ექსპორტის მთავარ ბაზრად დასახელდა

20 ივლისი

20 ივლისსსაქსტატმა“ 2026 წლის პირველი ნახევრის საგარეო ვაჭრობის მონაცემები გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, 2026 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან ჩინეთში 428.6 მილიონი დოლარის საქონელი გავიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 143%-ით მეტია.

ჩინეთი 417 მილიონი დოლარით ადგილობრივი ექსპორტის, ანუ რეექსპორტის გამოკლებით ექსპორტირებული ქართული პროდუქციის, მთავარი დანიშნულების ქვეყანა გახდა. ექსპორტში წამყვანი ადგილი ძვირფასი ლითონების მადნებსა და კონცენტრატებს, ნავთობპროდუქტებსა და სპილენძის მადნებს ეკავა.

გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ჩინეთიდან იმპორტი 22.5%-ით, 1.07 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. მთლიანმა სავაჭრო ბრუნვამ თითქმის 1.5 მილიარდი დოლარი შეადგინა, რითაც ჩინეთი თურქეთისა და რუსეთის შემდეგ საქართველოს მესამე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იყო.

 

თბილისში ჩინეთის შანსის პროვინციის ბრინჯაოს კოლექცია გამოიფინა

20 ივლისი

20 ივლისს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გამოფენაყვითელი მდინარიდან კავკასიამდეჩინეთის შანსის ბრინჯაოს ცივილიზაციაგაიხსნა. ექსპოზიცია დამთვალიერებელს ჩინეთის ერთერთი უძველესი კულტურული ცენტრის, შანსის პროვინციის, ბრინჯაოს ხელოვნებასა და ისტორიულ მემკვიდრეობას აცნობს.

გამოფენაზე შანსის მუზეუმიდან ჩამოტანილი 36 უძველესი ბრინჯაოს ნივთია წარმოდგენილი. ექსპონატები ჩინეთის ბრინჯაოს ცივილიზაციის სხვადასხვა ეტაპს, რიტუალურ ტრადიციებსა და მხატვრულ ტექნიკას ასახავს.

გახსნის ცერემონიას ჩინეთის ელჩი საქართველოში ჭოუ ციენი, საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე, ეროვნული მუზეუმისა და შანსის მუზეუმის წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიებაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ჩინეთს შორის კულტურული თანამშრომლობის გაღრმავებასა და მუზეუმებს შორის კავშირების მნიშვნელობაზ

 

საქართველოს ელჩი ჩინურ ავტომწარმოებელ „Yutong Group“- შეხვდა

23 ივლისი

საქართველოს ელჩმა ჩინეთში პაატა კალანდაძემ 23 ივლისს ჩინური ავტომწარმოებელი კომპანიის, „Yutong Group“-ის დელეგაციას უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში კომპანიის საქმიანობა და სამომავლო თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები განიხილეს.

ჩინურ დელეგაციას „Yutong Group“-ის რეგიონული მენეჯერი ცაი ტანი ხელმძღვანელობდა. საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, კომპანია ქართულ ბაზარზე 2012 წლიდან ოპერირებს და ავტობუსებისა და სხვა სატრანსპორტო საშუალებების წარმოების მიმართულებით საქმიანობს.

 

ჩინეთის ელჩმა საქართველოს პრეზიდენტთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

23 ივლისი

23 ივლისს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ჩინეთის ელჩს, ჭოუ ციენს, საქართველოში დიპლომატიური მისიის დასრულებასთან დაკავშირებით შეხვდა. საუბრის მთავარი თემა ბოლო წლებში საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებში მიღწეული პროგრესი და თანამშრომლობის შემდგომი გაფართოება იყო.

მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს უვიზო მიმოსვლის ამოქმედებაზე, პირდაპირი ავიარეისების ზრდაზე, თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობებსა და საგანმანათლებლო დიპლომების ურთიერთაღიარებაზე. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აღნიშნულმა გადაწყვეტილებებმა ორ ქვეყანას შორის მოქალაქეთა გადაადგილებას, ბიზნესკავშირებსა და საგანმანათლებლო თანამშრომლობას დამატებითი შესაძლებლობები შეუქმნა.

სამომავლო პრიორიტეტებად სამეცნიერო და კვლევით დაწესებულებებს შორის პარტნიორობის გაძლიერება, ტექნოლოგიურ სფეროში ერთობლივი ინიციატივების განვითარება და მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის გაგრძელება დასახელდა.

აზერბიაჯანი

ჩინეთის კომუნისტური პარტიის დელეგაცია აზერბაიჯანს ეწვია

23 ივლისი

20 ივლისსახალი აზერბაიჯანის პარტიისმიწვევით, ბაქოს ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის დელეგაცია ეწვია, რომელსაც საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენელი კან შუაი ხელმძღვანელობდა.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია მმართველი პარტიის ახალგაზრდულ ორგანიზაციას შეხვდა, სახელმწიფო მართვის აკადემიაში ჩინეთის სახელმწიფო მართვის გამოცდილებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო და პარტიულ და ახალგაზრდულ თანამშრომლობაზე იმსჯელა.

21 ივლისს დელეგაცია აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვამ მიიღო. შეხვედრაზე მხარეებმა საპარლამენტო და პარტიული კავშირების გაძლიერება, ასევე ეკონომიკის, ვაჭრობის, განათლების, კულტურისა და ახალგაზრდული პოლიტიკის სფეროებში თანამშრომლობა განიხილეს. ვიზიტი 23 ივლისსახალი აზერბაიჯანის პარტიისთავმჯდომარის მოადგილე ტაჰირ ბუდაგოვთან შემაჯამებელი შეხვედრით დასრულდა.

 

აზერბაიჯანმა და PowerChina Resources-მა მწვანე ენერგიის პროექტები განიხილეს

23 ივლისი

აზერბაიჯანი ჩინურ კომპანია PowerChina Resources-თან განახლებადი ენერგიის სფეროში თანამშრომლობის გაფართოებას განიხილავს. 23 ივლისს ბაქოში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მზისა და ქარის ელექტროსადგურების განვითარებაზე, ენერგიის ექსპორტსა და სახელმწიფოკერძო პარტნიორობის ფორმატში ახალი პროექტების განხორციელებაზე.

აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრი მიქაილ ჯაბაროვი კომპანიის პრეზიდენტ იან ტიანფუს შეხვდა. მხარეებმა შეაფასეს ჩინური კომპანიის შესაძლო მონაწილეობა ქვეყნის ენერგეტიკულ პროექტებში და განიხილეს თანამშრომლობის პრაქტიკული მიმართულებები.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე მინერალური რესურსებისა და წყლის მარაგების ეფექტიან მართვას. აზერბაიჯანის ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, განახლებადი ენერგია და რესურსების მდგრადი გამოყენება აზერბაიჯანჩინეთის ეკონომიკური პარტნიორობის ერთერთ პერსპექტიულ მიმართულებად რჩება.

 

ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩინეთის ლიაოდუნის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს

23 ივლისი

23 ივლისს ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა ჩინეთის ლიაოდუნის უნივერსიტეტთან აკადემიური და სამეცნიერო თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. შეთანხმება ორ უნივერსიტეტს შორის კვლევითი, საგანმანათლებლო და გაცვლითი პროგრამების განვითარებას ითვალისწინებს.

მემორანდუმის ფარგლებში მხარეები ერთობლივი სამეცნიერო კვლევებისა და კონფერენციების ორგანიზებას, სასწავლო პროგრამების შემუშავებასა და აკადემიური პუბლიკაციების მომზადებას გეგმავენ. დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს სტუდენტების, მკვლევრებისა და ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლას.

შეთანხმებას ხელი ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ელჩინ ბაბაევმა და ლიაოდუნის უნივერსიტეტის რექტორმა ფუ ლიბინმა მოაწერეს. უნივერსიტეტების შეფასებით, თანამშრომლობა მათ შორის აკადემიური კავშირების გაღრმავებასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებას შეუწყობს ხელს.

Scroll to Top