კეთილგანწყობიდან გავლენამდე: ჩინეთის მზარდი “რბილი ძალა” სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში

კვლევა – „კეთილგანწყობიდან გავლენამდე: ჩინეთის მზარდი “რბილი ძალა” სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში“ – აანალიზებს, როგორ იყენებს ჩინეთი სხვადასხვა ინსტრუმენტს რეგიონში საკუთარი გავლენის გასაძლიერებლად.

🔎 ანგარიში მოიცავს საქართველოს, აზერბაიჯანისა და ტაჯიკეთის შედარებით ანალიზს და ყურადღებას ამახვილებს:

  • საგანმანათლებლო და აკადემიურ თანამშრომლობაზე;
  • კულტურულ ინიციატივებსა და გაცვლით პროგრამებზე;
  • მედიასთან თანამშრომლობასა და ინფორმაციის გავრცელებაზე;
  • პოლიტიკურ კავშირებსა და პარტიულ დიპლომატიაზე.

რა გამოიკვეთა საქართველოს შემთხვევაში?

  • ჩინური კომპანიებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების როლის ზრდა;
  • მმართველ პარტიასა და ჩინეთის კომუნისტურ პარტიას შორის გაღრმავებული პოლიტიკური ურთიერთობები;
  • ჩინეთის წარმოჩენა დასავლეთის ალტერნატივად;
  • პოლიტიკური გარემო, რომელიც ჩინეთის გავლენის გაფართოებისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის.

📌 კვლევის მთავარი მიგნება: ჩინეთის „რბილი ძალა“ მხოლოდ კულტურული დიპლომატიასთან ერთად, ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების გატარების უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილია.

Scroll to Top