სამოქალაქო იდეას საერთაშორისო “China Watch“ კონფერენციები
საერთაშორისო კონფერენცია:
მცირე სახელმწიფოები ცვალებად მსოფლიო წესრიგში: დემოკრატიზაცია როგორც მედეგობის განვითარების საწინდარი.
6-7 ოქტომბერს, ,,სამოქალაქო იდეა’’ აორგანიზებს მეოთხე ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციას ჩინეთის გავლენებთან დაკავშირებით. “მცირე სახელმწიფოები ცვალებად მსოფლიო წესრიგში: დემოკრატიზაცია როგორც მედეგობის განვითარების საწინდარი” უმასპინძლებს 60 მონაწილეს მთელი მსოფლიოდან, რომელთა შორის იქნებიან როგორც გადაწყვეტილების მიმღებნი, ექსპერტები, საგანმანათლებლო სფეროში მოღვაწე პირები, ისე პოლიტიკოსები, მედიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ორი სრული დღის განმავლობაში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ თავისუფალ და ღია დისკუსიაში, გაუზიარონ ერთმანეთს თავიანთი მოსაზრებები და გამოცდილებები და აღმოაჩინონ შესაძლებლობები და საუკეთესო პრაქტიკა სხვადასხვა ქვეყნების იურისდიქციის მაგალითზე. ჩვენი 2023 წლის კონფერენცია მიზნად ისახავს ნდობის გაზრდასა და იმ იმედის გაღვივებას, რომ ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, სწორედ დემოკრატიას მოაქვს უსაფრთხოებასთან ერთად, განვითარება და კეთილდღეობა. ვინაიდან დემოკრატია ერთადერთი გზაა, ჩვენ უნდა მივაღწიოთ ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მიზანს. “სამოქალაქო იდეა“ განსაკუთრებულ მადლობას უხდის ვიშეგრადის ფონდს, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდს, ნატოს საკონტაქტო პუნქტის საელჩოებს (დიდი ბრიტანეთი & რუმინეთი), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტს, ტაივანის დემოკრატიის ფონდს, დემოკრატიის მხარდაჭერის ფონდს და პოლონეთის საელჩოს მხარდაჭერისთვის.
ეს პროექტი თანადაფინანსებულია ჩეხეთის, უნგრეთის, პოლონეთის და სლოვაკეთის მთავრობების მიერ საერთაშორისო ვიშეგრადის ფონდიდან, ასევე კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროდან. ფონდის მისიაა ცენტრალურ ევროპაში მდგრადი რეგიონული თანამშრომლობის იდეების წინსვლა.