ჩინელმა ჰაკერებმა აშშ-ს მსხვილი ინტერნეტ პროვაიდერი კომპანიების ქსელებში შეაღწიეს

ჩინელმა ჰაკერებმა აშშ-ს მსხვილი ინტერნეტ პროვაიდერი კომპანიების
ქსელებში შეაღწიეს და მოიპოვეს ინფორმაცია იმ მოსასმენი სისტემებიდან
რომლებსაც ფედერალური მთავრობა სასამართლოს მიერ ნებადართული
მოსმენებისთვის იყენებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია Wall Street Journal-
მა 6 სექტემბერს გამოაქვეყნა. 

კომპანიები Verizon Communications, AT&T , Lumen Technologies რამდენიმეა იმ
მრავალი ინტერნეტ პროვაიდერი კომპანიიდან რომელთა სისტემაშიც
ჰაკერებმა შეღწევა შეძლეს და მათ მონაცემებზე წვდომა სავარაუდოდ
რამდენიმე თვის განმავლობაში ჰქონდათ.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ს ანგარიშს კვირას გამოეხმაურა და
აღნიშნა, რომ ჰაკერთა ჯგუფის ამ მოქმედების შესახებ მათ ინფორმაცია არ
ჰქონიათ, თუმცა ვინაიდან აშშ-ს მხრიდან წარსულშიც დაფიქსირებულა
ჩინეთისთვის ცილისწამების მცდელობები, შესაძლოა ეს ბრალდებაც მორიგი
ცილისწამება იყოს.

„იმ დროს, როდესაც კიბერუსაფრთხოება მსოფლიოს ყველა ქვეყნისთვის
საერთო გამოწვევა გახდა, მსგავსი ცილისმწამებლური მიდგომა მხოლოდ
შეაფერხებს საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევას ერთობლივად
გადაჭრას ის დიალოგისა და თანამშრომლობის გზით“, ნათქვამია
სამინისტროს განცხადებაში.

ოფიციალურმა ბეიჯინგმა უარყო აშშ-ს მთავრობის ბრალდება ჩინეთის მიერ
ჰაკერების საშუალებით სადაზვერვო მონაცემების შეგროვების თაობაზე,
თავად კომპანიებს, კი, რომელთა სისტემებზეც მოხდა თავდასხმა, კომენტარი
არ გაუკეთებიათ.

წყარო: https://www.reuters.com/technology/cybersecurity/chinese-hackers-breached-us-court-wiretap-systems-wsj-reports-2024-10-06/

Scroll to Top