ბრიუსელმა უარი თქვა ჩინეთის მთავრობის შეთავაზებაზე, ელექტროავტომობილების მინიმალურ სარეალიზაციო ფასად 30 000 ევროს ოდენობის განსაზღვრის თაობაზე

ბრიუსელმა უარი თქვა ჩინეთის მთავრობის შეთავაზებაზე, რომელიც ეხებოდა ჩინეთში დამზადებული და ჩინეთიდან იმპორტირებული ელექტრო ავტომობილების მინიმალურ სარეალიზაციო ფასად 30 000 ევროს ოდენობის განსაზღვრას. 

ევროპულმა კომისიამ განაცხადა, რომ მათ ჩინური ელექტრო ავტომობილების მწარმოებლებს იგივე შეთავაზებაზე ერთი თვის წინაც უარი უთხრეს. შეთავაზების უარყოფა იმ ატისუბსიდიური გამოძიების ნაწილი იყო, რის გამოც ბეიჯინგი და ევროკავშირი ათწლეულის უდიდეს სავაჭრო დავაში აღმოჩნდნენ. 

მოლაპარაკებების დეტალების გასაჯაროებისგან ორივე მხარე თავს იკავებს. ანალიტიკური კომპანია JATO Dynamics-ის მონაცემების მიხედვით, 2023 წელს ჩინეთში ელექტრო ავტომობილების საფასური ევროკავშირზე ორჯერ ნაკლები იყო, რისი მიზეზიც, ჩინური მანქანათმწარმოებლებისთვის ნედლი მასალისა და ელემენტის ადგილობრივი ხელმისაწვდომობა, ისევე, როგორც ბეიჯინგის სუბსიდიები იყო. 

2023 წლის პირველ ნახევარში ჩინეთში ელექტრო ავტომობილების სარეალიზაციო ფასი საშუალოდ 32 000 ევროს შეადგენდა, მაშინ როდესაც, იგივე პროდუქტის ფასი ევროპაში 66 000 ევრო იყო. მიზეზი, რის გამოც ბრიუსელმა ბეიჯინგის შეთავაზებას უარით უპასუხა არა მხოლოდ ფასი, არამედ ის სახელმწიფო სუბსიდიები იყო, რასაც მანქანათმწარმოებლები ელექტრო ავტომობილების წარმოებისთვის იღებენ, რაც თავის მხრივ საფრთხეს წარმოადგენს ევროკავშირისთვის. 

ბლოკი ამბობს, რომ ადგილობრივ კონკურენტებს კონკურენციას ვერ გაუწევენ.

წყარო: https://www.reuters.com/business/autos-transportation/brussels-rejected-china-proposal-30000-euro-minimum-sales-price-ev-dispute-2024-10-08/

Scroll to Top