ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა ახლადჩამოყალიბებულ დაფინანსების მექანიზმში, (ე.წ. სვოპის მექანიზმში) ჩასართავად ფინანსური ინსტიტუტებისგან განაცხადების მიღება დაიწყო. სქემა 500 მლრდ. იუანის ($ 70.62 მლრდ.) ღირებულებისაა და მიზნად კაპიტალის ბაზრის დახმარებას ისახავს.
ჩინეთის სახალხო ბანკმა განაცხადა, რომ „სვოპის ფუნქციაში“ გაწევრიანება ფასიანი ქაღალდების გამოშვების უფლებამოსილ ფირმებს, საფინანსო კომპანიებსა და მზღვეველებს შეუძლიათ, რაც მათ დაფინანსებაზე წვდომას და აქციების შეძენას გაუადვილებს.
„სვოპის მექანიზმი შექმნილია არასაბანკო ფინანსური ინსტიტუტებისთვის ლიკვიდურობის მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად და საფონდო ბირჟაზე ნდობის ასამაღლებლად“- აღნიშნა Citic Securities-ის ანალიტიკოსმა მინ მინგმა.
ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა სვოპის, როგორც ეკონომიკის სტიმულირებისა და კაპიტალის ბაზრების გასაძლიერებელი მექანიზმის შესახებ პირველად 24 სექტემბერს განაცხადა.
განმარტება: ტერმინი „სვოპი“ გულისხმობს ერთი აქტივის ან ვალდებულების სხვა ანალოგიურ აქტივში ან ვალდებულებაში გაცვლას რისკების გაზრდის ან შემცირების გზით.