ჩინეთის პრემიერ-მინისტრმა შესაძლოა პეკინის მიერ დაფინანსებული აეროპორტი გახსნას.

მომავალ კვირას დაგეგმილი ვიზიტისას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ლი ციანგმა შესაძლოა პაკისტანში, ბელუჯისტანის პროვინციაში, ბეიჯინგის მიერ დაფინანსებული აეროპორტი გახსნას. ამის შესახებ ჟურნალისტებს პაკისტანის ინფორმაციისა და მაუწყებლობის ფედერალურმა მინისტრმა ათაულა თარარმა განუცხადა. 

200 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების გვადარის საერთაშორისო აეროპორტში ოპერაციების დაწყება აგვისტოში განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის გამო უსაფრთხოების საკითხების განხილვის მიზნით გადაიდო. 

ლი ციანგი პაკისტანს მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად 14-17 ოქტომბერს ეწვევა.

წყარო: https://www.reuters.com/world/asia-pacific/chinese-premier-could-inaugurate-beijing-funded-airport-pakistan-during-visit-2024-10-13/

Scroll to Top