მუმბაიში ტაივანის დე ფაქტო საკონსულოს გახსნის შემდეგ ჩინეთმა ინდოეთს მოუწოდა, სიფრთხილით მოეკიდოს ტაივანთან დაკავშირებულ საკითხებს და უარყოფითად არ იმოქმედოს ჩინეთ-ინდოეთის ურთიერთობების გაუმჯობესების პროცესზე.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა მაო ნინგმა პრეს- კონფერენციაზე განაცხადა, რომ ჩინეთი ეწინააღმდეგება მასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახელმწიფოს ოფიციალურ ურთიერთობას ტაივანთან.
აღნიშნული განცხადება მუმბაიში ტაივანის დე ფაქტო საკონსულოს გახსნას მოჰყვა, რამაც ჩინეთსა და ინდოეთს შორის ორმხრივი ურთიერთობა დაძაბა.
ტაივანის ხელისუფლება კუნძულზე ჩინეთის სუვერენიტეტისა და მისი საერთაშორისო არენაზე წარმოდგენის პრეტენზიებს მტკიცედ უარყოფს.
„ერთი ჩინეთის პრინციპი ინდური მხარისთვის სერიოზული პოლიტიკური ვალდებულება და ჩინეთ-ინდოეთის ურთიერთობების პოლიტიკური საფუძველია“ – განაცხადა პრეს-სპიკერმა და დასძინა, რომ ჩინეთი მოუწოდებს ინდოეთს დაიცვას მისი წილი ვალდებულებები, გონივრულად წარმართოს ტაივანთან დაკავშირებული საკითხები და თავი შეიკავოს ოფიციალური ურთიერთობისგან.