„გაკვეთილები ერთი სარტყელი, ერთი გზის ინიციატივისგან“: Civic IDEA-ს პანელური დისკუსია CITW 2024-ზე

2024 წლის 24 ნოემბერს, იოჰანესბურგში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში გამართულ China In The World (CITW) 2024 სამიტზე, სამოქალაქო იდეას უფროსმა მკვლევარმა, ანი კინწურაშვილმა, და ორგანიზაციის თავმჯდომარე, თინათინ ხიდაშელმა, გამართეს პანელური დისკუსია: „გაკვეთილები ერთი სარტყელი, ერთი გზის ინიციატივისგან: გარემოსდაცვითი საფრთხეები და საკანონმდებლო ხარვეზები“.

დისკუსიაზე განიხილეს ჩინეთის “ერთი სარტყელი, ერთი გზის ინიციატივის” პროექტების ეკოლოგიური და სოციალური გამოწვევები აფრიკასა და სამხრეთ კავკასიაში. მომხსენებლებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ინიციატივის წარდგენის შემდეგ, ჩინური ინვესტიციები მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოექცა. მას აქვს მზარდი ზეწოლა უამრავ განვითარებად ქვეყანაზე და იწვევს უთანხმოებებს, რომლებიც დაკავშირებულია როგორც გარემოსდაცვით პრობლემებთან, ასევე ვალების მდგრადობის საკითხებთან.

სესიაზე ასევე ყურადღება გამახვილდა იმ რისკებზე, რომლებიც საფრთხეს უქმნის ადგილობრივ საზოგადოებებს, ეკოსისტემებსა და ბიომრავალფეროვნებას. გამოიკვეთა მონიტორინგის გაძლიერების, რეგულაციების გაუმჯობესების, ე.წ. “დიუ დილიჯენსის” და ინფორმაციის გაზიარების აუცილებლობა, რათა შემცირდეს შესაძლო ნეგატიური გავლენების გავრცელება.

შეგიძლიათ იხილოთ პრეზენტაცია:
Scroll to Top