კახაბერ ესებუა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს სპეციალისტია. ამჟამად მუშაობს თავდაცვის სამინისტროში უსაფრთხოებისა და თავდაცვის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე.
გასული ათწლეულის განმავლობაში მუშაობდა გენერალურ შტაბსა და თავდაცვის სამინისტროში სხვადასხვა პოზიციებზე. მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი სტრატეგიულ (უსაფრთხოების) კვლევებში Naval Postgraduate School-ისგან (აშშ, კალიფორნია, მონტერეი) შავი ზღვის უსაფრთხოებასა და ამ რეგიონში რუსეთის წვდომისა და მანევრის შეზღუდვის ოპერაციების (A2/AD) საპირისპიროდ.
კახაბერ ესებუა სპეციალდება რუსეთზე, მის სამხედრო სტრატეგიაზე, სამხედრო რეფორმებისა და მოდერნიზაციის პროცესზე, ჰიბრიდულ ომებსა და A2/AD ოპერაციებზე.