საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის 2021 წლის ანგარიში „მსოფლიო უსაფრთხოება პარტიისთვის, ჩინეთის ავტორიტარული გავლენა და დემოკრატიული რეჟიმების რეაგირება“ – საქართველოდან სამოქალაქო იდეას პარტნიორობით გამოიცა

“BRIDGE” ინიციატივის ფარგლებში, სამოქალაქო იდეამ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის 2021 წლის ანგარიშის „მსოფლიო უსაფრთხოება პარტიისთვის, ჩინეთის ავტორიტარული გავლენა და დემოკრატიული რეჟიმების რეაგირება“ შექმნაში. კვლევა მოიცავს ნეპალის, პანამის, კენიის, მონტენეგროს, საქართველოსა და საბერძნეთის მაგალითებს და ასახავს ჩინეთის კომუნისტური პარტიის გავლენის ოპერაციებს მსოფლიოში გარდამავალი დემოკრატიების წინააღმდეგ და მათ შედეგებს.

საქართველოს კვლევა ყურადღებას ამახვილებს მის სტრატეგიულ ლოკაციაზე, რის გამოც იგი ჩინეთის “ერთი სარტყელი–ერთი გზა“ ინიციატივის ფარგლებში “აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყლის” მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. ამასთან, ჩინეთ-საქართველოს ეკონომიკურმა თანამშრომლობამ, რომელიც თავისთავად გამყარდა “ერთი სარტყელი- ერთი გზა” ინიციატივით, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებითა და სხვადასხვა ორმხრივი შეთანხმებების შედეგად, საქართველოს არაერთგვაროვანი შედეგები მოუტანა. “ჩინეთის სახელმწიფოს ან მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფი კომპანიების მიერ “ერთი სარტყელი- ერთი გზა” ინიციატივის ფარგლებში განხორციელებულმა ინვესტიციებმა საქართველოში ხელი შეუწყო ერთი მხრივ ინფრასტრუქტურის განვითარებას, თუმცა მეორე მხრივ, ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან კორუფციისა და სხვა არაკანონიერი ქმედებებით ჩინეთზე დამოკიდებულების გაღრმავებას. ჩინური კომპანიების მიერ განხორციელებული მრავალი მსხვილი პროექტი ხშირად დაუსრულებელი რჩება ან უამრავ ფინანსურ და ლოგისტიკურ პრობლემებს შეიცავს.”

მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი ხშირ შემთხვევაში აღიქმება, როგორც საქართველოს ეკონომიკური პარტნიორი, ჩინეთ-საქართველოს თანამშრომლობა სცილდება ეკონომიკურ სექტორს და მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორებიცაა მედია, სამოქალაქო საზოგადოება, კულტურა და აკადემია. სწორედ ამ სფეროების მეშვეობით განხორციელებული სხვადასხვა ინიციატივები გავლენას ახდენს ჩინეთის შესახებ საქართველოს საზოგადოებრივ აზრზე და ემსახურება ჩინეთის კომუნისტური პარტიის საგარეო პოლიტიკის უფრო ფართო მიზნებს.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიოთ შემდეგ ბმულს :
https://www.iri.org/resource/china-expands-global-authoritarian-influence-efforts-some-fragile-democracies-show

ანგარიში:

bridge-ii_fullreport-r7-021221

BRIDGE ინიციატივა, დაფინანსებულია ამერიკული ფონდის „ეროვნული ღვაწლი დემოკრატიისათვის“ (National Endowment for Democracy) მიერ და უცხოური ავტორიტარული გავლენების მიმართ დემოკრატიული მდგრადობის განმტკიცებას ემსახურება. ავტორიტარული ტაქტიკის შესახებ ინფორმირებულობის ამაღლებითა და დაინტერესებული მხარეების საჭირო საშუალებებით, ცოდნითა და რესურსებით აღჭურვით, BRIDGE ინიციატივა მხარს უჭერს რისკის შემცველ და გარდამავალი დემოკრატიის მქონე ქვეყნებს, დაიცვან დემოკრატიული ინსტიტუტები და უზრუნველყონ შემდგომში მათი დემოკრატიული განვითარება.

Scroll to Top