IX ვებინარი „ლიბერალური შეხედულებები და პასუხები COVID-19-ის კრიზისზე: ცენტრალური აზია და სამხრეთ კავკასია.”

17 ივნისს, სამოქალაქო იდეამ უმასპინძლა მეცხრე ვებინარს სახელწოდებით „ლიბერალური შეხედულებები და პასუხები COVID-19-ის კრიზისზე: ცენტრალური აზია და სამხრეთ კავკასია.” ვებინარის სპიკერები იყვნენ: ფარხოდ ტოლიპოვი – არასამთავრობო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის “Bilim Karvoni” დირექტორი, ტაშკენტი; ტატიანა სედოვა – EITI ეროვნული წრეთა საბჭოს წევრი, ყაზახეთი; Zertteu კვლევითი ინსტიტუტის გამგეობის წევრი; მუსლიმბეკ ბურიევი – CABAR – აზიის მედია პლატფორმის ანალიტიკური მასალების მკვლევარი და რედაქტორი, ტაჯიკეთი; ბაკიტბეკ სატიბეკოვი – ყირგიზეთის რესპუბლიკაში ეროვნული ღია მთავრობის ფორუმის თანათავმჯდომარე; სტეფან გრიგორიანი – ერევანში დაფუძნებული გლობალიზაციისა და რეგიონალური თანამშრომლობის ანალიტიკური ცენტრის საბჭოს თავმჯდომარე; ანი კინწურაშვილი – სამოქალაქო იდეას წამყვანი მკვლევარი, საქართველო.

ვებინარს მოდერაციას უწევდა სამოქალაქო იდეას თავმჯდომარე თინათინ ხიდაშელი.

დისკუსიას შეგიძლიათ სრულად მოუსმინოთ ჩვენს youtube არხზე: https://bit.ly/3dwAHiR

Scroll to Top