აღმასრულებელი ასისტენტი
სალომემ წარმატებით დაასრულა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატი. „Erasmus+”-ის ფარგლებში, 1 სემესტრი სწავლობდა იტალიაში, ტუშას უნივერსიტეტში, საერთაშორისო საჯარო სამართლის მიმართულებით. ამჟამად სწავლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამაზე. იგი არის კონრად ადენაუერის სახელობის ფონდის სტიპენდიანტი.
უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში, მან სტაჟირება გაიარა იუსტიციის სამინისტროში, საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტში. 3 თვის განმავლობაში მუშაობდა ქართულ-გერმანულ კლინიკა „GGRC”-ში, უმცროსი იურისტის თანამდებობაზე.