27 მაისს სამოქალაქო იდეამ უმასპინძლა მეშვიდე ვებინარს სახელწოდებით „კოვიდ19: როგორ შეხვდა ქართული დემოკრატია პანდემიის გამოწვევებს?“ ვებინარის სპიკერები იყვნენ: დავით უსუფაშვილი – პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე – ლელო საქართველოსთვის; ანა დოლიძე – საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრი; ელენე ხოშტარია – საქართველოს პარლამენტის წევრი – ევროპული საქართველო; სანდრო ბარამიძე – იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე – თავისუფალი დემოკრატები; თამარ კორძაია – პარლამენტის ყოფილი წევრი, რესპუბლიკური პარტია; შამილ შუგაევი – ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისათვის, პროექტების მთავარი კოორდინატორი.
ვებინარს მოდერაციას უწევდა სამოქალაქო იდეის თავმჯდომარე თინათინ ხიდაშელი.
დისკუსიას შეგიძლიათ სრულად მოუსმინოთ ჩვენს youtube არხზე: https://bit.ly/3fNlSKj