გვინდა გამოვეხმაუროთ საქართველოში პოლონეთის ელჩის განცხადებებს ჩინური კომპანიების შესახებ და პასუხი გავცეთ მის მიერ დასმულ შეკითხვებს.

გვინდა გამოვეხმაუროთ საქართველოში პოლონეთის ელჩის განცხადებებს ჩინური კომპანიების შესახებ და პასუხი გავცეთ მის მიერ დასმულ შეკითხვებს. დასაწყისშივე უნდა აღვნიშნოთ, რომ სრულად ვიზიარებთ მის მიერ გამოთქმულ შეშფოთებას. „სამოქალაქო იდეა“ 2018 წლიდან აწარმოებს კვლევებს საქართველოში ჩინური კომპანიების საქმიანობის შესახებ და საქართველოს მთავრობის მხრიდან გამოჩენილი გულგრილობა და უპასუხისმგებლობა ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს.

სამწუხაროდ, უკვე რამდენიმე წელია ჩვეულებრივ ამბად იქცა, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში რეპუტაცია შელახული, ჩინური კომპანიების საქართველოში ტენდერებში მონაწილეობა და გამარჯვება. მათ უმრავლესობას კორუფციულ გარიგებებში ამხელდა არა მხოლოდ მსოფლიო მედია, არამედ მრავალ ქვეყანაში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, პატიმრობაში იმყოფებიან სხვადასხვა ქვეყნების პრემიერები, მინისტრები და სხვადასხვა მაღალი თანამდებობის პირები. მიუხედავად ზღვა ინფორმაციისა და უამრავი მტკიცებულებისა არ არსებული ბიზნეს ეთიკისა და კორუფციული გარიგებების შესახებ, საქართველოს მთავრობა აქტიურად აგრძელებს ამ კომპანიებთან თანამშრომლობას, რაც სრულიად ბუნებრივად აჩენს კორუფციული გარიგებების ეჭვებს.

აღნიშნულ კომპანიებს გარდა იმისა რომ ვერ უზრუნველყოფენ მომსახურების ხარისხიან, დროულ და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებში მოწოდებას ქვეყანაში შემოაქვთ უსამართლო თამაშის წესები და აბსოლუტურად უკარგავენ აზრს კანონმდებლობით დადგენილ გამჭვირვალე სატენდერო სისტემას. ჩვენი კვლევების ობიექტივში სხვადასხვა დროს აღმოჩნდა კომპანია CEFC რომლის პრაქტიკულად ყველა მაღალი თანამდებობის პირი უმძიმესი ბრალდებებით ნიუ იორკის ციხეში იმყოფებიან და ამის მიუხედავად სწორედ ამ მოვლენების შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის 75 პროცენტი გადასცათ. ეს ის კომპანია სადაც გადამდგარი პრემიერი ღარიბაშვილი, სწორედ ამ მოვლენების შემდეგ დასაქმდა. ყოფილი მაღლჩინოსნების გამოყენებით ქვეყანაში სტრატეგიული პროექტების ხელში ჩაგდება CEFC-ის სამარკო ნიშანია 2 მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და არც საქართველო იყო გამონაკლისი ამ თვალსაზრისით.

მეორე კომპანია, რომელზეც დაინტერსებულ საზოგადოებას დეტალური კვლევა შევთავაზეთ გახლდათ ასევე სკანდალებით და კორუფციული გარიგებებით ცნობილი სინოჰდრო, რომელიც მისი საქმიანობის გამო მრავალი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მიერ შავ სიაში იყო შეყვანილი, თუმცა ვერც ამან შეუშალა ხელი საქართველოს მთავრობას მათთან მრავალი ასეული მილიონის ხელშეკრულებები გაეფორმებინათ. მთავრობის ოფიციალური წყაროების მიხედვითვე სინოჰიდრომ, ვერც ერთ მასზე დაკისრებულ ვალდებულებას ვერ გაართვა თავი ვერც დადგენილ დროში და ვერც დადგენილი პირობებით, თუმცა მთავრობამ 2020 წელს მორიგი ხელშეკრულება გააფორმა მათთან.

მესამე კომპანია, რომლის საქმიანობის კვლევაც „სამოქალაო იდეამ“ განახორციელა გახლავთ კომპანია „TBEA ltd“, რომელიც ასევე საერთაშორისოდ, მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტზე „ძალიან ცნობილი“ რეპუტაცია შელახული კომპანიაა. კორუფცია და მანიპულაციები არის ჩვეულებრივი ამბავი ინტერნეტ სივრცეში „ტბეას“ შესახებ არსებულ ისტორიებში. თუმცა, ამის მიუხედავად, საქართველოში ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ყველა კონკურენტი ჩამოაშორონ და ყოველ ჯერზე უზრუნველყოფილი იყოს მისი გამარჯვება. საოცარი ისტორიაა „ტბეას“ მოგებული კონტრაქტები:

– თუკი „ტბეა“ ვერ ახერხებს იყოს საუკეთესო შემომთავაზებელთა შორის, იშლება და ცხადდება ახალი ტენდერები, სწორედ „ტბეაზე“ მორგებული პირობებით;

– მიუხედავად ახალი ტენდერისა თუკი ტბეა მაინც ვერ ახერხებს გამარჯვებას, სრულიად აბსურდული მიზეზებით ხდება კონკურენტების დისკვალიფიკაცია, და სხვა.

– მაგალითად, ერთ ერთ ჩაშლილ და ხელმეორედ გამოცხადებულ ტენდერში ტბეა მე-4 ადგილზე გავიდა კონკურენტებს შორის, თუმცა ამან ხელი ვერ შეუშალა სატენდერო კომისიას 3! კომპანიის დისკვალიფიკაცია მოეხდინათ, სწორედ ჩინური ტბეას გასამარჯვებლად.

მეტი ინფორმაცია, ფაქტები, კონკრეტული დოკუმენტები და მიზეზები ჩინური კომპანიების ხელოვნურად ხელშეწყობის შესახებ, იხილეთ ჩვენს კვლევებში, ჩვენს ვებ გვერდზე.

გადაცემა ნოდარ მელაძის შაბათი 03.04.2021

https://www.facebook.com/tvpirveli/videos/229668878934702

https://fb.watch/5TrUKlazgq/

Scroll to Top