გიორგი ბუტიკაშვილი თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტისა და ტეხასის უნივერსიტეტის პროგრამის მკვლევარია. მისი კვლევის საგანია „რუსეთის თანამედროვე ომის წარმოების თეორიები და პრაქტიკა“.
იგი მუშაობს კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობაში პროგრამის მენეჯერად. არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი და კითხულობს სალექციო კურსს თანამედროვე გერმანიის პოლიტიკურ-სამართლებრივი სისტემის შესახებ.
გიორგი ბუტიკაშვილს მინიჭებული აქვს გერმანიის კათოლიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო ეკონომიკის მაგისტრის ხარისხი. მან გაიარა გერმანიის ბუნდესტაგის საპარლამენტო სტაჟირება, მანამდე კი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოიპოვა საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრის წოდება.