გიორგი მასალკინი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია. დაამთავრა როსტოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი, დაიცვა დისერტაცია ფილოსოფიაში.
კითხულობს კურსებს ფილოსოფიის სხვადასხვა დისციპლინაში, მათ შორის პოლიტიკურ ფილოსოფიაში. მანამდე იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ბათუმის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ეკონომიკური და სოციოლოგიური კვლევების განყოფილების მეცნიერ-მუშაკი და ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ უმაღლესი განათლების პროგრამების ექსპერტი. ფაკულტეტების განვითარების საერთაშირისო პროგრამით (FDFP) მუშაობდა მიწვეულ მკვლევრად სოციალური კვლევების ფაკულტეტზე ნიუ-იორკის უნივერსიტეტ „ახალ სკოლაში“.
იგი არის სამეცნიერო სტატიების ავტორი, რომელთა ნაწილი დაბეჭდილია საერთაშორისო გამოცემებში ინგლისურ და რუსულ ენებზე.
აკადემიურ საქმიანობასთან ერთად გიორგი მასალკინი აქტიურად ეწევა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საქმიანობას. სამჯერ იყო არჩეული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრად. აგრეთვე წარმოადგენდა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესში.