სამოქალაქო იდეას ხელმძღვანელმა, თინათინ ხიდაშელმა, გამოაქვეყნა ანალიტიკური სტატია CEIAS – Central European Institute of Asian Studies-ის პლატფორმაზე, რომელიც ეხება გეოპოლიტიკის, ეკონომიკური სახელმწიფოებრივი პოლიტიკისა და დემოკრატიული მდგრადობის აქტუალურ გამოწვევებს.
სტატიაში – „ევროპის ფული, ჩინური კომპანიები და საქართველოს ავტორიტარები: პარადოქსი, რომელიც დასავლეთის ბერკეტებს ასუსტებს“ — ავტორი აანალიზებს იმ წინააღმდეგობებს, რომლებიც დასავლეთის პოლიტიკასა და ფინანსურ პრაქტიკაში არსებობს და რომლებიც, ავტორიტარული მმართველობის გაძლიერებას უწყობს ხელს.
პუბლიკაციაში გამოკვეთილია სამი ძირითადი საკითხი:
- დასავლეთის გავლენის შესუსტება პოლიტიკის არათანმიმდევრულობის გამო — მაშინ, როდესაც დასავლეთი სიტყვიერად აკრიტიკებს დემოკრატიულ უკუსვლასა და აძლიერებს პოლიტიკურ ზეწოლას , ფინანსური მხარდაჭერა ხშირად მაინც გრძელდება — კონკრეტული და მკაცრი დემოკრატიული მოთხოვნების გარეშე.
- ჩინური სახელმწიფო კომპანიების გაძლიერება — კომპანიები, რომლებიც შეზღუდულნი ან სანქცირებულნი არიან ევროპასა და აშშ-ში, წარმატებით იღებენ მსხვილ ინფრასტრუქტურულ კონტრაქტებს დასავლეთის მხარდაჭერილი ფინანსური ინსტიტუტების დაფინანსებით.
- საქართველო, როგორც ავტორიტარული ადაპტაციის ნათელი მაგალითი — ხელისუფლება იყენებს დასავლურ ფინანსებსა და ჩინურ კომპანიებს ფორმალური განვითარების უზრუნველსაყოფად, მაშინ როდესაც დემოკრატიული მმართველობა და ანგარიშვალდებულება სისტემურად სუსტდება.




