ზურამ 1996 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის იურიდიული ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი. ხოლო 2017 წელს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „პრეზიდენტის ინსტიტუტი საქართველოში და ევროპის ყოფილ სოციალისტურ ქვეყნებში (შედარებითი ანალიზი)“ და მიენიჭა სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი.
2009-2010 და 2013-2016 წლებში იყო სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი, ასევე საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის წევრი (2009-2010წწ.).
სხვადასხვა წლებში ზურაბი მუშაობდა საქართველოს პარლამენტში, ახალგაზრდა იურისთა ასოციაციაში, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატში. იგი ასევე იყო მოქალაქეობის საკითხთა კომისიის წევრი.
ზურაბი 2017 წლიდან არის შავი ზღვის საერთაშორისო უნვერსიტეტის, ხოლო 2018 წლიდან გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი, ასევე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კავკასიის უნვერსიტეტის მოწვეული ლექტორი.
არის არა ერთი პუბლიკაციისა ავტორი და ერთი სახელმძღვანელოს თანაავტორი.