თინათინ ხიდაშელი პრაღაში გამართულ “Unlock Civic Summit”-ზე

სამოქალაქო იდეას თავმჯდომარე, თინათინ ხიდაშელი, 19-20 მაისს სიტყვით გამოვიდა პრაღაში გამართულ სამიტზე. 

„არაფერი უნდა მივიჩნიოთ გარანტირებულად. არ უნდა ვიფიქროთ, რომ საბოლოოდ მოვიპოვეთ თავისუფლება. როგორც კი ვწყვეტთ ბრძოლას, როგორც კი დემოკრატიას ბუნებრივ მოცემულობად ვიღებთ, სწორედ მაშინ გადმოდიან დარტყმაზე ავტორიტარები,“ — ასე მიმართა Unlock-ის აუდიტორიას საქართველოს ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა და სამოქალაქო იდეას ხელმძღვანელმა, თინათინ ხიდაშელმა.

სამიტზე 200-ზე მეტი აქტივისტი და დამოუკიდებელი ჟურნალისტი იკრიბება.

„გლობალური გეოპოლიტიკური გარემო დრამატულად იცვლება – დემოკრატიულ ქვეყნებს სულ უფრო უჭირთ ავტორიტარიზმის აღმავლობის წინააღმდეგ ბრძოლა. ჩვენ ვიკრიბებით ამ ურთულეს პერიოდში, რათა ერთობლივად ვუპასუხოთ ახალ რეალობას, სადაც რუსეთი ავტორიტარულ ალიანსებს ქმნის და ღიად უარყოფს საერთაშორისო წესებსა და სტანდარტებს.   

ჩვენს ყოველწლიურ Unlock Civic Summit-ის ფარგლებში, შეიკრიბებიან დამოუკიდებელი ხმები, რომლებიც პოზიტიური ცვლილებებისათვის იბრძვიან. მათ შორის იქნება თინათინ ხიდაშელი, რომელიც მოგვიყვება საქართველოს საპროტესტო მემკვიდრეობასა და თავისუფლებისთვის მებრძოლ სამოქალაქო სიმამაცეზე. 

მოხარულნი ვართ, რომ ჩვენს ღონისძიებაზე ვუმასპინძლებთ საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრსა და ამ თანამდებობაზე მყოფ პირველ ქართველ ქალს“ – წერს ორგანიზაცია Prague Civil Society Centre, რომელიც ამ ღონისძიების ორგანიზატორია.

Scroll to Top