პროექტის "როგორ იქმნებოდა საქართველო" მიზანია, მოგვითხროს ჩვენი ქვეყნის მდიდარ ეთნიკურ და რელიგიურ მრავალფეროვნებაზე. ასევე, წარმოაჩინოს იმ უმცირესობების წვლილი, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შექმნეს საქართველოს საერთო ისტორია და კულტურული მემკვიდრეობა. აღნიშნული მასალა შექმნილია როგორც სასწავლო რესურსი ყველასთვის
კინო-რუკა
თბილისის ინტერაქციული კინემატოგრაფიული რუკა ინოვაციური პროექტია, რომელიც ერთი მხრივ, კინოს, ქალაქისა და კულტურული მემკვიდრეობის კვლევას ეფუძნება, მეორე მხრივ კი თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით უზრუნველყოფს, როგორც ქართველი, ისე უცხოელი აუდიტორიისთვის თბილისის მულტიკულტურული ისტორიისა და მდიდარი, მრავალფეროვანი სახის გაცნობას, ხელახლა აღმოჩენას.
პროექტი მულტიკულტურული თბილისის – ქუჩებსა და მათ ისტორიას 60-70-იანი წლების, ქართული კინოს „ოქროს ხანის” ფილმებში შემონახული კინემატოგრაფიული ორეულების დახმარებით აცოცხლებს. აჩვენებს როგორ იწერებოდა ქალაქის მდიდარი ისტორია, რომელსაც სხვადასხვა წარმომავლობის ადამიანები თბილისში მხარდამხარ წერდნენ.
პროექტი ხელს უწყობს ქალაქ თბილისის ვიზუალური არქივის შექმნას, რომელიც თბილისის კინომემკვიდრეობის შესახებ ინფორმაციას ინახავს. გარდა ამისა, თბილისის კულტურითა თუ ისტორიით დაინტერესებულ ადამიანებს აძლევს ქალაქის კულტურული ცხოვრების მრავალხმრივ გაცნობის საშუალებას.
პროექტი თბილისის კინორუკა დაინტერესებულ პირებს უამბობს ქალაქის კინემატოგრაფიული ცხოვრების შესახებ, სამი რეჟისორის დახმარებით – ლანა ღოღობერიძე, მიხეილ კობახიძე და ოთარ იოსელიანი. აცნობს ადგილებს, ქუჩებსა და შენობებს, რომლებიც დაკავშირებულია ქართული კინოსა და თბილისის, როგორც საქართველოს დედაქალაქის, კულტურულ მემკვიდრეობასა და ისტორიასთან.
რუკის მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება იმოგზაუროს წარსულში კინოხელოვნებისა და ფილმების დახმარებით ისე, რომ არ დაკარგოს კავშირი აწმყოსთან.
რუკა, ერთი მხრივ, აცოცხლებს თბილისში გადაღებული ფილმების ურბანულ სამყაროს (სქრინშოთების დახმარებით). მეორე მხრივ კი აჩვენებს კინემატოგრაფიული ადგილების ორეულების დღევანდელ, თანამედროვე იერ-სახეს, რამაც წლებთან ერთად ტრანსფორმაცია განიცადა.
თბილისის კინემატოგრაფიული რუკა თბილისს მოიაზრებს მეხსიერების ადგილად, რომელსაც მდიდარი კინემატოგრაფიული და მულტიკულტურული ისტორია აქვს. პროექტი თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით ქალაქის დაკარგულ ისტორიაზე წვდომას ყველა დაინტერესებულ პირს აძლევს. რუკა მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, თვითონ დამაატონ სცენა საყვარელი ფილმიდან კინორუკაზე და ამ გზით გახდნენ თბილისის ისტორიის მწერლები!
