პოლკოვნიკი ომარ ბეგოიძე ამჟამად სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ მრჩეველია. მანამდე მსახურობდა ეროვნული გვარდიის უფროსის მოადგილედ, დაინიშნა გენერალური შტაბის უფროსის მოადგილედ, შემდეგ კი პირველ მოადგილედ.
დაამთავრა ჩრდილოეთ ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფრანგული ენის განხრით და იმავე უნივერსიტეტის სამხედრო კათედრაზე მიიღო არტილერისტის სპეციალობა. დამთავრებული აქვს საფრანგეთის არმიის საშტაბო სკოლა და საფრანგეთის არმიის ომის კოლეჯი.
იგი მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოში ოფიცერ-ექსპერტად, შემდეგ მსახურობდა სხვადასხვა თანამდებობაზე გენერალური შტაბის პროგრამის „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ სამმართველოში სამმართველოს უფროსად. ამ პერიოდში მიიღო კაპიტნისა და მაიორის წოდებები. საფრანგეთის მედლებით.
მსახურობდა საქართველოს სახმელეთო ძალების სარდლობაში ოპერატიული დაგეგმვის უფროს ოფიცრად და მიიღო ვიცე-პოლკოვნიკის წოდება, ასევე გენერალური შტაბის J5-სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტში სხვადასხვა თანამდებობებზე და დეპარტამენტის უფროსად. იყო სამხედრო-დიპლომატიურ პოზიციებზე: საქართველოს სამხედრო წარმომადგენლად ნატოს შტაბბინაში და საქართველოს თავდაცვის ატაშედ საფრანგეთში, ბელგიაში, ნიდერლანდებსა და ლუქსემბურგში. აქვს პოლკოვნიკის წოდება. დაჯილდოებულია საქართველოსა და
არის თავდაცვისა და უსაფრთხოების ტერმინთა ფრანგულ-ქართული და ქართულ-ფრანგული ლექსიკონის ავტორი.