ანგარიში წარმოადგენს სამოქალაქო იდეას შარშანდელი კვლევითი ნაშრომის “ჩინეთის ორმაგი თამაში რუსეთ-უკრაინის ომში” განახლებულ ვერ სიას, რომელიც მიმოიხილავდა რუსეთ უკრაინის ომის დაწყებიდან ოთხი თვის განმავლობაში გამოვლენილ ჩინეთის ტაქტიკურ და სტრატეგიულ ნარატივებს. ის ასევე ეხება პეკინსა და მოსკოვს შორის განვითარებულ ურთიერთობათა დინამიკას სხვადასხვა სფეროში, მათ შორის საერთაშორისო პლატფორმებზე, ეკონომიკაში, პოლიტიკაში, სამხედრო თანამშრომლობასა და დეზინფორმაციულ კამპანიებში. აღსანიშნავია, რომ მშვიდობისკენ მიმართული ჟესტების ენის მიუხედავად, ჩინეთის ქმედებები და განცხადებები მიუთითებს მის კომპლექსურ პოზიციონირებაზე, რომელშიც ის აბალანსებს ურთიერთობებს როგორც რუსეთთან, ისე – დასავლეთთან. აქედან გამომდინარე, ჩვენი კვლევის მთავარი მიზანია, გამოავლინოს ჩინეთის ჭეშმარიტი ზრახვები და კომპლექსური თამაში უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიან შეჭრასთან დაკავშირებით.
მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ სრული ანგარიში ?