ფოტოები გადაღებულია პროექტის "როგორ იქმნებოდა საქართველო" ფარგლებში. პროექტის მიზანია, მოგვითხროს ჩვენი ქვეყნის მდიდარ ეთნიკურ და რელიგიურ მრავალფეროვნებაზე. ასევე, წარმოაჩინოს იმ უმცირესობების წვლილი, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შექმნეს საქართველოს საერთო ისტორია და კულტურული მემკვიდრეობა.
ფოტო-კონკურსის ფინალისტები
ავტორი: ბორის კარსლიან ( ჟიურის რჩეული )
სამცხე-ჯავახეთი, სოფელ გორელოვკა, დუხობორი სადღესასწაულო ტანსაცმლით.
“საქართველო, სამცხე-ჯავახეთი , ნინოწმინდა განსხვავდება სხვა რეგიონებიდან თავისი ტრადიციებით. ზოგიერთი ტრადიცია გაქრა, ზოგიერთი კი ადგილობრივები ძალიან აფასებენ, ზოგიერთი შეიცვალა, ზოგიერთი ტრადიციები კი ქრება ჩვენს თვალწინ. ერთ-ერთი ასეთი გაქრების საფრთხის ქვეშ მყოფი ტრადიცია- არის სომხურ ღუმელი ტონერი , სადაც საუკუნეების განმავლობაში სომხურ ლავაშს ახობდნენ და რომლის ირბლივ ზამთარში მთელი ოჯახი იკრიბებოდა.”
ავტორი: მარიამ გიორგაძე ( ხალხის რჩეული )
“ამ მეჩეთის წინ გავჩერდი. მრავალი ზაფხული უბრალოდ ჩავუვლიდი, ახლა კი ვუყურებდი—მაღალ, თაღოვან შესასვლელს, უცხო წარწერებით მოჩუქურთმებულ ქვებს. ქრისტიანი ვარ, ჩემს სამყაროში ტაძრები სანთლის შუქით თბება, ხატები მოგონებებივით ინახავენ სიმშვიდეს. მაგრამ აქ, ამ მეჩეთის წინ, მივხვდი—სანთლის ალივით თბილი შეიძლება იყოს ლოცვაც, რომელიც უცხო ენაზე გამოითქმის, რომელსაც ეს კედლები ინახავს.
ეს მეჩეთი სიჩუმეში დარჩა. ვეღარავინ შედის. მაგრამ მისი კარიბჭე მაინც მეზობლისას ჰგავს—სახლს, რომლის ბინადრებიც დროში დაიკარგნენ, მაგრამ კვალი მაინც დატოვეს.
ამ სოფელში, სადაც მე ყოველ ზაფხულს ვბრუნდები, ეს მეჩეთი ერთ-ერთი მეზობლის სახლივითაა-მიტოვებული, მაგრამ მაინც ძველი დროის ნაწილი. იმ დროებისა,როდესაც სანთელსა და საკმეველს გულმხურვალედ უნთებდა ქრისტიანი ოდითგანვე უფალს,შემდეგ კი მეჩეთად წოდებული კვლავ ვერ იტევდა მლოცველს,სანთელ-საკმევლის გარეშე იმ დრომდე სანამ საბჭოთა წყობამ არ გადაავსო ხორბალ-ბზითა და სახვა სარჩო-საბადებლით. ბოლოს კი კარი გამოკეტა და ჩარაზა დღემდე,დატოვა წარსულის,დიდი წარსულის ანარეკლად.”
ფოტოს ავტორი: ოლიკო ბიბილეიშვილი (ჟიურის რჩეული)
“ფოტო გადაღებულია მარნეულში, 22 მარტს, ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულზე, რომელიც აზერბაიჯანელ თემს გაზაფხულის პირველ დღეებთან და განახლებასთან ასოცირდება. კადრში ასახულია ტრადიციული სარიტუალო სივრცე: ხეების ტოტებზე ჩამობმული ფერადი შარფები და ქსოვილის ნაჭრები — სურვილების, ლოცვებისა და იმედის ნიშნად.
ქალი, რომელიც შვილით ზურგზე მონაწილეობს ტრადიციულ რიტუალში, ასრულებს სულიერ პრაქტიკას. წითელი ლენტები, წმინდა ხატი და ფერადი ქსოვილები კულტურული იდენტობის გამოხატულებაა — სივრცე, სადაც რწმენა და ტრადიცია ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.
ფოტოში ჩანს, როგორ გადადის ეს ღირებულებები ერთი თაობიდან მეორეზე: დედა, რომელიც ბავშვის თანდასწრებით ასრულებს სულიერ პრაქტიკას, ქმნის უწყვეტობას წარსულსა და მომავალს შორის. ეს ტრადიციები, რომლებიც თაობიდან თაობას გადადის, სიმბოლურად ითვლება ერთიანობისა და ერთგულების გამოსახულებად.”
ავტორი: პაატა ვარდანაშვილი
“ფარავნის ტბა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და ზღვის დონიდან 2073 მ სიმაღლეზეა. ტბა მდიდარია თევზით (ხრამული, კალმახი, ნაფოტა, კობრი, ჭაფალა და სხვ.) და ადგილობრივი სომეხი მოსახლეობის ერთ-ერთი ძირითადი ადგილია საკვების მოსაპოვებლად.”
ფოტოს ავტორი: ბორის კარსლიან
ჯავახეთში სომხური ლავაშის მომზადება.
“ჯავახეთის მაღალმთიან რეგიონში, სადაც უმეტესად სომხები ცხოვრობენ, ლავაშის ცხობა ტრადიციული ხელოვნებაა. ადრე თითქმის ყველა ოჯახში აცხობდნენ ლავაშს ტონირში, რაც განსაკუთრებულად გემრიელი იყო. დღეს ეს ტრადიცია ნაკლებად არის გავრცელებული და მხოლოდ ზოგიერთი ადამიანი აცხობს ლავაშს.
ლავაშის მომზადება იწყება ცომის ზელვით, რის შემდეგაც ის თხელ ფენად იშლება. შემდეგ მას სპეციალური ბალიშის (რაფთის) საშუალებით აკრავენ ცხელ ტონირში. რამდენიმე წუთში ლავაში იბრაწება, იძენს ოქროსფერ ფერს და მზად არის მაგიდაზე მოსართავად. ტონირიდან ამოსული სითბო და ახალი პურის სუნი ჯავახეთის სოფლებში დღემდე ტრადიციის ნაწილად რჩება.”
