ჩინეთი და ვიეტნამი სარკინიგზო კავშირისა და სასოფლო სამეურნეო ვაჭრობის გასაზრდელად ახალ შეთანხმებაზე მოაწერენ ხელს

Reuters-ის ინფორმაციით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერ მინისტრ ლი ციანის ჰანოიში ვიზიტისას ჩინურმა და ვიეტნამურმა მხარეებმა სამომავლო შეთანხმების გაფორმების შესახებ ისაუბრეს, რომელიც ორ ქვეყანას შორის სარკინიგზო და სასოფლო სამეურნეო ვაჭრობის სექტორში დაახლოებას შეეხება.

უწყვეტი სარკინიგზო კავშირები ჩინეთსა და ვიეტნამს შორის მზარდი ნდობის ნიშანია და დამატებითი სტიმული იქნება ვაჭრობის და მიწოდების ჯაჭვის გასაძლიერებლად მეტადრე მაშინ, როდესაც ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის სავაჭრო დაძაბულობის ფონზე იმ ჩინელი მწარმოებლების რიცხვი, რომლებსაც ექსპორტზე ორიენტირებული ოპერაციები აშშ-ს ნაცვლად ვიეტნამში გადააქვთ, სწრაფი ტემპით იზრდება.

ერთ-ერთი მხარის ცნობით, შეხვედრაზე ასევე განიხილეს საგადასახადო სისტემა და საბაჟო პროცედურები, რამაც შესაძლოა კიდევ უფრო გააძლიეროს ეკონომიკური კავშირები ორი კომუნისტური მმართველობის მქონე მეზობელ სახელმწიფოს შორის.

Scroll to Top