2-4 ივნისს, მიუნხენში, Bled Strategic Forum- თან თანამშრომლობით, გაიმართა კონფერენცია- “ევროპის ახალი გეოსტრატეგიული რეალობა – არის თუ არა გაფართოება მისი ნაწილი?”.
ღონისძიების მოხსენებლები იყვნენ: თინათინ ხიდაშელი- Civic IDEA-ს თავმჯდომარე, ზორან ნეჩევი- დემოკრატიის ინსტიტუტის Societas Civilis Skopje – IDSCS – უფროსი მკვლევარი და ადნან კერიმაგიჩი – ევროპული სტაბილურობის ინიციატივის უფროსი ანალიტიკოსი.
კონფერენცია ეხებოდა უკრაინაში, რუსეთის აგრესიის შედეგად გამოწვეულ ევროპის ახალ გეოპოლიტიკურ და გეოსტრატეგიულ რეალობას. მომხსენებლებმა ისაუბრებს გაფართოების გზაზე არსებულ გამოწვევებზე და ევროპის პოლიტიკურ მომავალზე, რომელიც ევროპის სტაბილურობისა და კეთილდღეობის ერთ-ერთი მთავარი ისტორიული ინსტრუმენტია. ღონისძიებას მოდერაციას უწევდა პიტერ გრკი- ბლედის სტრატეგიული ფორუმის გენერალური მდივანი.