“პატარა სახელმწიფოები არასტაბილურ რეგიონებში” თინათინ ხიდაშელის გამოსვლა ჰიტოცუბაშის უნივერსიტეტში

“პატარა სახელმწიფოები არასტაბილურ რეგიონებში: რა გვასწავლის საქართველოს მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი”- თინათინ ხიდაშელის გამოსვლა

📅 02/დეკ/2025

📍ჰიტოცუბაშის უნივერსიტეტი, იაპონია

“The institute for global governance research (GGR) ”-ის მიერ ორგანიზებული შეხვედების სერიის ფარგლებში, ჰიტოცუბაშის  უნივერსიტეტის სტუდენტებს 2 დეკემბერს შეხვდება სამოქალაქო იდეას თავმჯდომარე,  თინათინ ხიდაშელი.  შეხვედრის ფარგლებში იგი ისაუბრებს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში არსებულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაზე და რეგიონში მომძლავრებული ავტორიტარული ძალების გამოწვევებზე , 

“თინათინ ხიდაშელი ხელმძღვანელობს ქართულ კვლევით-ანალიტიკურ ორგანიზაციას „სამოქალაქო იდეა“, რომელიც ებრძვის ავტორიტარული ძალების გავლენებს საქართველოში, წინააღმდეგობას უწევს რუსულ პროპაგანდას და ემსახურება საქართველოს დაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის ჩამოყალიბებას.

თინათინ ხიდაშელი არის ჰიბრიდულ ომზე პირველი ქართული წიგნის ავტორი,  რამდენიმე უნივერსიტეტში ასწავლიდა ჰიბრიდული ომსა და თავდაცვის პოლიტიკას. კარიერის მანძილზე  იკავდება სხვადასხვა მაღალ თანამდებობას საჯარო სამსახურში, მათ შორის იყო საქართველოს პირველი ქალი თავდაცვის მინისტრი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამფუძნებელი/თავმჯდომარე. ორგანიზაციის, რომელიც დღემდე წარმოადგენს ერთ-ერთ უდიდეს უფლებადამცველ ჯგუფს საქართველოში.” – წერს “GGR”.

Scroll to Top