სალომე სვანიძე
სამოქალაქო ინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელი
სალომემ დაასრულა ევროპისმცოდნეობის ინტერდისციპლინური სამაგისტრო პროგრამა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ევროპული კვლევების ინსტიტუტი. იგი არის კონრად ადენაუერის სახელობის ფონდის სტიპენდიანტი.
2021 წელს წარმატებით დაასრულა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. „ერასმუს+“ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სწავლობდა ტუშას უნივერსიტეტში, საერთაშორისო საჯარო სამართლის მიმართულებით. უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში, სტაჟირება გაიარა იუსტიციის სამინისტროში, საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტში. პროფესიული კარიერის განმავლობაში, აქტიურად იყო ჩართული სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციებში, ვორქშოფებსა და სასწავლო კურსებში, ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობისა და კარგი მმართველობის მიმართულებით.
სალომე სამ წელზე მეტია მუშაობს „სამოქალაქო იდეაში“ და იგი ხელმძღვანელობს სამოქალაქო ჩართულობის, ევროკავშირში ინტეგრაციისა და უმცირესობების ინტეგრაციის პროგრამებს.