სამოქალაქო იდეამ მონაწილეობა მიიღო China In The World (CITW) სამიტში

6-7 დეკემბერს, ბერლინში, სამოქალაქო იდეამ ცენტრალური აზიის პარტნიორ ექსპერტებთან ერთად მონაწილეობა მიიღო China In The World (CITW) სამიტში და გაუძღვა ორ სესიას: “Economic Security – Impact of BRI” & “Shifting loyalties: Central Asian states leaning towards China in the light of Ukraine War”. CITW ყოველწლიურად იმართება და აერთიანებს აქტივისტებს, აკადემიკოსებს, სამოქალაქო საზოგადოების წევრებს, ჟურნალისტებს და სხვა დაინტერესებულ მხარეებს, რათა გაზარდონ ჩინეთის გლობალური გავლენის შესახებ ცნობიერება და გააძლიერონ დემოკრატიული მდგრადობა. ტაივანური არასამთავრობო ორგანიზაცია Doublethink Lab აორგანიზებს CITW სამიტებს დიალოგის წახალისებისთვის, იდეების გაცვლისა და ახალი თანამშრომლობის ხელშეწყობისთვის. სესიების ფარგლებში სპიკერებმა და დამსწრე აუდიტორიამ განიხილა, ჩინეთის „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივა და მისი გავლენა ყაზახეთზე, უზბეკეთზე, ტაჯიკეთსა და საქართველოზე, ციფრული აბრეშუმის გზა (DSR) და მისი მნიშვნელობა, სკანდალური ჩინური კომპანიები, რომლებიც გავლენას ახდენენ ეკონომიკურ, ტექნოლოგიურ და პოლიტიკურ სექტორებზე. ასევე ცენტრალური აზიისა და ჩინეთის პოზიცია უკრაინის ომზე.

სესიებში მონაწილეობდნენ:

თინათინ ხიდაშელი – თავმჯდომარე, სამოქალაქო იდეა

ანი კინწურაშვილი – უფროსი მკვლევარი, სამოქალაქო იდეა

აბოს ბობოხონოვი – მეცნიერ-მკვლევარი, საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტი

დანილ ბექტურგანოვი – დირექტორი, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო ექსპერტიზა“ უმედჯონ მაჯიდი – მკვლევარი, სამოქალაქო იდეა

სესიებს მოდერაციას უწევდა სალომე სვანიძე – აღმასრულებელი ასისტენტი, სამოქალაქო იდეა. სამოქალაქო იდეა განსაკუთრებით მადლობას უხდის Doublethink Lab-ს, ღია საზოგადოების ფონდს ყაზახეთში და აშშ-ს გენერალურ საკონსულოს ალმაატაში.

Scroll to Top