ევროკომისიის მე-4 რეკომენდაციის (ანტი-კორუფცლიული პოლიტიკა) შესრულების ანგარიში 

პროექტის – „ანგარიშვალდებულების,  გამჭვირვალობისა და ანტიკორუფციული საქმიანობის  სამოქალაქო მონიტორინგი – ევროკავშირის 12 რეკომენდაციის ფარგლებში“,  გიზიარებთ მე-4 რეკომენდაციის  (ანტი-კორუფციული პოლიტიკა) მონიტორინგის ანგარიშს. ანგარიში მომზადებულია დემოკრატიის ვირტუალური აკადემიის მიერ,  სამოქალაქო იდეასთან თანამშრომლობით.

წინამდებარე დოკუმენტი მიმოიხილავს ქვეყნის არსებულ ანტიკორუფციულ პოლიტიკას, საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და აქტივობებს. ასევე, წარმოდგენილი იქნება როგორც სამოქალაქო სექტორის, ასევე ოპოზიციური სპექტრის ინიციატივები და რეკომენდაციები ევროკომისიის მე-4 პრიორიტეტის შესრულებასთან დაკავშირებით.

ანგარიშის ძირითადი მიგნებები:

  • ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულება ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა და ვალდებულებაა. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის მიერ სრული მზაობა იქნა გაცხადებული აღნიშნული ვალდებულებების შესასრულებლად, დღევანდელი მდგომარეობით, საქართველომ სრულად მხოლოდ ერთი რეკომენდაცია შეასრულა.
  • მეოთხე რეკომენდაციის შესრულების ფარგლებში გატარებული საკანონმდებლო ცვლილებები სრულად ვერ აკმაყოფილებს ევროკომისიის მოთხოვნას, რაც გამოწვეულია იმით, რომ ანტიკორუფციული ბიუროს შესახებ კანონი, ვერ უზრუნველყოფს ანტიკორუფციული ბიუროს ყველა იმ ძირითადი ბერკეტით აღჭურვას, რომელიც აუცილებელია კორუფციასთან ეფექტურად საბრძოლველად.
  • ახალი ანტიკორუფციული ბიუროს ნაკლოვანება ასევე გამოიხატება იმაშიც, რომ ინსტიტუტს არ აქვს საგამოძიებო ფუნქცია, ხოლო ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის დანიშვნის წესი კი ბიუროს ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ აყენებს.
  • ანტიკორუფციული ბიუროს მუშაობის საერთაშორისო პრაქტიკა ცხადყოფს, რომ საგამოძიებო მანდატის მინიჭება აუცილებელია სააგენტოს ეფექტური მუშაობისთვის. ამის ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითად კი, ლიეტუვა შეგვიძლია მოვიაზროთ. ქვეყანამ, რომელსაც მსგავსი წარსული აქვს გამოვლილი, როგორიც საქართველოს, შეძლო შეექმნა ეფექტიანი ანტიკორუფციული სააგენტო, რომელიც მისი საგამოძიებო მანდატის დამსახურებით წარმატებით ებრძვის კორუფციას როგორც წვრილმან, ასევე, ელიტურ დონეზე.
  • ქვეყნების საერთაშორისო გამოცდილება ცხადყოფს, რომ კორუფციის წინააღმდეგ გადადგმული თითოეული ნაბიჯი არ იქნება შედეგის მომტანი, თუ, იმავდროულად, არ იქნება უზრუნველყოფილი ბიუროს დამოუკიდებლობა. ქვეყნებში სადაც ანტიკორუფციული ბიურო დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხით გამოირჩევა, კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით მიღწევები უფრო თვალსაჩინოა.
  • შესაბამისად, ხელისუფლების მიერ მეოთხე რეკომენდაციის შესასრულებლად განხორციელებული ყველა საკანონმდებლო ცვლილება ვალდებულების ფორმალურად შესრულების აღქმას ტოვებს. ანტიკორუფციული ბიურო სრულად არ იზიარებს იმ წარმატებული ქვეყნების ანტიკორუფციული სააგენტოების მუშაობის მოდელს, რაც საგამოძიებო ფუნქციებით აღჭურვას გულისხმობს.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის დაფინანსებითა და საქართველოს სტრატეგიული კვლევისა და განვითარების ცენტრთან  კოორდინაციით.

სრული ანგარიში იხილეთ ?

Scroll to Top