ვან ი და აჯიტ დოვალი ჩინეთ-ინდოეთის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესზე შეთანხმდნენ

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ჩინეთის კომუნისტური პარტიის პოლიტიკური ბიუროს წევრი ვან ნიუდელიში ინდოეთის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველ აჯიტ დოვალს შეხვდა. შეხვედრა BRICS-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლებისა და უსაფრთხოების საკითხებში მაღალი რანგის წარმომადგენლების მე-16 შეხვედრის ფარგლებში გაიმართა.

ინდოეთის შეფასებით, შეხვედრაკონსტრუქციული და მომავალზე ორიენტირებულიიყო. მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების ბოლო დინამიკა და აღნიშნეს, რომ ჩინეთსა და ინდოეთს შორის ურთიერთ ობები ეტაპობრივი ნორმალიზაციისკენ მიდის.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვან იმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ ჩინეთინდოეთის ურთიერთობებიაღდგენისა და გაუმჯობესების გზასდაუბრუნდა. მან ხაზი გაუსვა დიალოგის მექანიზმების აღდგენის აუცილებლობას და თანამშრომლობის გაფართოებას ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ვაჭრობა, ფინანსები, სამართალდაცვითი მიმართულება და მედია.

დოვალმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ სტაბილური, პროგნოზირებადი და კონსტრუქციული ურთიერთობები ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ნდობისა და ურთიერთგაგების განმტკიცებას. ინდური მედიის ცნობით, განხილვის ერთერთი მთავარი თემა იყო ურთიერთობების ნორმალიზება 2020 წლის გალვანის ხეობის დაპირისპირებისა და აღმოსავლეთ ლადაქში მრავალწლიანი სამხედრო დაძაბულობის შემდეგ.

ჩინეთინდოეთის სასაზღვრო ზონაში ვითარება, პეკინის შეფასებით, სტაბილურია და მხარეები საზღვართან დაკავშირებულ საკითხებზე კომუნიკაციას ინარჩუნებენ. უწყების ცნობით, მხარეები მუშაობენ ჩინეთინდოეთის სასაზღვრო საკითხებზე სპეციალური წარმომადგენლების მოლაპარაკებების 25- რაუნდის მოსამზადებლად.

2020 წლის სასაზღვრო დაპირისპირების შემდეგ ჩინეთინდოეთის ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაუარესდა, თუმცა ბოლო წლებში დიპლომატიური და სამხედრო არხებით გამართული მოლაპარაკებების შედეგად მხარეებმა დაძაბულობის შემცირებისკენ ნაბიჯი გადადგეს.

Scroll to Top