სი და პუტინი პეკინში: სტრატეგიული პარტნიორობის დემონსტრირება და კვლავ გადაუჭრელი „ციმბირის ძალა 2“

20 მაისს ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში უმასპინძლა, სადაც მხარეებმა თანამშრომლობის შესახებ ათეულობით დოკუმენტს მოაწერეს ხელი და ორმხრივი ურთიერთობებიახალ ეტაპზე გადასვლადშეაფასეს.

შეხვედრა აშშის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ჩინეთში ვიზიტიდან რამდენიმე დღეში გაიმართა, რამაც საერთაშორისო მედიის შეფასებით, პეკინსა და მოსკოვს შესაძლებლობა მისცა, დასავლეთის მიმართ ერთიანი პოლიტიკური პოზიცია კიდევ ერთხელ აჩვენონ. ეს ასახავს ჩინეთის სტრატეგიას, შეინარჩუნოს სტრატეგიული კავშირი რუსეთთან, პარალელურად, მართოს ურთიერთობები ვაშინგტონთან.

მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში ჩინეთმა და რუსეთმამრავალპოლარული მსოფლიო წესრიგისმხარდაჭერა დაადასტურეს. ოფიციალური განცხადებების მიხედვით, მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ეკონომიკურ თანამშრომლობას, ენერგეტიკას, ტექნოლოგიებს, მეცნიერებას, განათლებასა და მედიის სფეროში კავშირების გაღრმავებას.

სი ძინპინმა ორმხრივ ურთიერთობებსისტორიულად უმაღლესი დონე უწოდა, ხოლო პუტინმა განაცხადა, რომ ჩინეთრუსეთის თანამშრომლობაგარე ზეწოლის პირობებშისტაბილურად ვითარდება. ორივე ლიდერმა საერთაშორისო პოლიტიკაშიუნილატერალიზმიდაჰეგემონიური მიდგომები გააკრიტიკა. ამ რიტორიკას პეკინი და მოსკოვი ბოლო წლებში ხშირად იყენებენ დასავლეთის, განსაკუთრებით კი აშშის პოლიტიკის შეფასებისას.

სამიტზე განიხილეს საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებიც, მათ შორის უკრაინის ომი, ახლო აღმოსავლეთის კრიზისი და აზიაწყნარი ოკეანის რეგიონში მზარდი კონკურენცია. ჩინეთმა კვლავ აღნიშნა, რომ კონფლიქტებიდიალოგისა და პოლიტიკური მოლაპარაკებების გზითუნდა გადაწყდეს.

შეხვედრის ერთერთი მთავარი თემა ენერგეტიკული თანამშრომლობა იყო. რუსეთი ცდილობს ევროპულ ბაზრებზე დაკარგული პოზიციები ჩინეთის მიმართულებით გაზარდოს. ამ კონტექსტში მოსკოვისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა პროექტიციმბირის ძალა 2“, რომელიც წელიწადში 50 მილიარდი კუბური მეტრი რუსული გაზის ჩინეთში ტრანსპორტირებას იამალის საბადოებიდან, მონღოლეთის გავლით ითვალისწინებს.

თუმცა, მიუხედავად მაღალი მოლოდინებისა, პეკინის სამიტზე მხარეებმა საბოლოო შეთანხმებას კვლავ ვერ მიაღწიეს. კრემლის განცხადებით, პროექტისძირითად ასპექტებზესაერთო შეთანხმება არსებობს, თუმცა რიგი დეტალები ჯერ კიდევ დასაზუსტებელია. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, უთანხმოებას გაზის ფასი, დაფინანსება და გრძელვადიანი პირობები იწვევს.

დასავლურ მედიაში აღნიშნავენ, რომ პეკინსა და მოსკოვს შორის ურთიერთობები ასიმეტრიულია. უკრაინის ომის შემდეგ, დასავლური სანქციებისა და ევროპული ბაზრის დაკარგვის ფონზე, რუსეთის ეკონომიკური დამოკიდებულება ჩინეთზე მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც პეკინს დამატებით ბერკეტებს აძლევს. ჩინეთი ამით სარგებლობს და ცდილობს რუსული ენერგორესურსები მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობებით მიიღოს. მიუხედავად ამისა, ჩინეთი ცდილობს რუსეთთან თანამშრომლობა ისე მართოს, რომ დასავლეთთან საკუთარი ეკონომიკური ურთიერთობები სრულად არ დააზიანოს.

ეს გარემოება აჩვენებს, რომ პეკინსა და მოსკოვს შორის ურთიერთობები, მიუხედავად სტრატეგიული და პოლიტიკური დაახლოებისა, მაინც მკაფიოდ ეფუძნება პრაგმატულ ეკონომიკურ ინტერესებს, სადაც ორივე მხარე საკუთარი პირობების მაქსიმალურად დაცვას ცდილობს.

Scroll to Top