ჩინეთში ავსტრალიისა და ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტები იწყება

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბელგიის ვიცეპრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი მაქსიმ პრევო ჩინეთს 27 აპრილიდან 1 მაისამდე ეწვევა. ვიზიტი ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ვან ის მიწვევით გაიმართება. ამავე პერიოდში, 28-30 აპრილს, ჩინეთში ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრი პენი ვონგიც ჩავა.

პეკინის განცხადებით, პენი ვონგის ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ავსტრალიაჩინეთის მერვე საგარეო და სტრატეგიული დიალოგი, რომელსაც ვან და ვონგი თანათავმჯდომარეობენ. ჩინეთის საგარეო უწყების პრესსპიკერის, ლინ ძიანის თქმით, მხარეები ორმხრივ ურთიერთობებსა და საერთო ინტერესის მქონე საერთაშორისო და რეგიონულ საკითხებზე იმსჯელებენ.

ავსტრალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, პენი ვონგის ვიზიტი ჩინეთში მისი რეგიონული ტურნეს ნაწილია, რომელიც იაპონიას, ჩინეთსა და სამხრეთ კორეას მოიცავს. კანბერას განცხადებით, ტურნეს ერთერთი მთავარი თემა ენერგეტიკული უსაფრთხოებაა, რადგან ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი და ჰორმუზის სრუტის დახურვა გლობალურ ენერგობაზრებზე შეფერხებებს იწვევს.

პენი ვონგის განცხადებით, ავსტრალია ჩინეთთანსტაბილურ და კონსტრუქციულ ურთიერთობასუჭერს მხარს, რაც, მისი თქმით, ორივე ქვეყნის ინტერესებში შედის. ავსტრალიის ოფიციალურ განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირები მნიშვნელოვანია მიწოდების ჯაჭვებისთვის, ინვესტიციებისა და ორივე ეკონომიკაში დასაქმებისთვის.

ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრის, მაქსიმ პრევოს ვიზიტი ჩინეთსა და ბელგიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 55 წლისთავს ემთხვევა. Belga News Agency-ის ცნობით, პრევო ჩინეთში ორმხრივ ურთიერთობებზე, ჩინურ ბაზარზე მოქმედ ბელგიურ კომპანიებთან დაკავშირებულ საკითხებზე, სამართლიან კონკურენციაზე, ბაზარზე წვდომასა და გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე ისაუბრებს.

პრევოს განცხადებით, ჩინეთი ბელგიისთვისშეუცვლელი პარტნიორია“, თუმცა ურთიერთობა უნდა იყოსმკაფიო და დაბალანსებული“. ვიზიტის დღის წესრიგში ეკონომიკურ საკითხებთან ერთად გეოპოლიტიკური თემებიც შედის, მათ შორის უკრაინის ომი, ირანის საკითხი, ჰორმუზის სრუტეში ნავიგაცია და ადამიანის უფლებები.

ამ ორი ვიზიტის პარალელურად, პეკინი ცდილობს საგარეოპოლიტიკური დიალოგის გააქტიურებას იმ ფონზე, როდესაც ჩინეთს დასავლელ პარტნიორებთან ერთდროულად ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება და პოლიტიკური უთანხმოებების მართვა უწევს.

Scroll to Top