პეკინი აშშ-ის ახალ კანონპროექტს აკრიტიკებს და საპასუხო ზომებით იმუქრება

ჩინეთმა მკაცრად გააკრიტიკა აშშის სენატში წარდგენილი კანონპროექტი, რომელიც რუსეთის ენერგორესურსების უმსხვილეს მყიდველ ქვეყნებს 100%-მდე ტარიფების დაწესებით ემუქრება. პეკინში განაცხადეს, რომ ჩინური კომპანიებისა და მოქალაქეების ინტერესების დასაცავადაუცილებელ ზომებსმიიღებენ.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ლინ ძიანმა 15 ივლისის ბრიფინგზე განაცხადა, რომ პეკინი მტკიცედ ეწინააღმდეგება ცალმხრივ სანქციებს, რომლებსაც საერთაშორისო სამართლებრივი საფუძველი და გაეროს უშიშროების საბჭოს ავტორიზაცია არ გააჩნია.

ჩინეთის განცხადება 14 ივლისს აშშის სენატორების მიერ წარდგენილ კანონპროექტს მოჰყვა. ინიციატივა ამჟამად სენატში განიხილება, თუმცა მასზე კენჭისყრა ჯერ არ გამართულა. კანონპროექტის ავტორთა განცხადებით, ინიციატივა რუსეთის ენერგეტიკული შემოსავლების შემცირებასა და მოსკოვზე ზეწოლის გაძლიერებას ისახავს მიზნად, რათა უკრაინის წინააღმდეგ ომის გასაგრძელებლად რუსეთის ხელთ არსებული ფინანსური რესურსები შეიზღუდოს.

კანონპროექტი აშშის პრეზიდენტს უფლებას მისცემს, რუსეთის ნავთობისა და ბუნებრივი აირის ხუთ უმსხვილეს შემსყიდველ ქვეყანას 100%-მდე ტარიფები დაუწესოს. სენატის წარმომადგენლების მონაცემებით, რუსული ნედლი ნავთობის მთავარი მყიდველები არიან ჩინეთი, ინდოეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი და აზერბაიჯანი, ხოლო ბუნებრივი აირის უმსხვილეს იმპორტიორებს შორის ჩინეთთან ერთად საფრანგეთი, იაპონია, უნგრეთი და ბელგიაც სახელდებიან.

როგორც რუსული ენერგორესურსების ერთერთი უმსხვილესი შემსყიდველი, ჩინეთი კანონპროექტით გათვალისწინებული შესაძლო შეზღუდვების უშუალო სამიზნედ ექცევა, რაც პეკინის მკვეთრი რეაქციის მთავარ საფუძველს წარმოადგენს.

კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, უკრაინის ომთან დაკავშირებული ამერიკის სანქციების პოლიტიკა უშუალოდ შეეხება აშშჩინეთის სავაჭრო ურთიერთობებსაც. ვაშინგტონი რუსეთის ენერგეტიკულ სექტორზე ზეწოლის გაძლიერებას მისი ძირითადი სავაჭრო პარტნიორების წინააღმდეგ ტარიფების გამოყენებით შეეცდება, პეკინი კი მოსკოვთან ენერგეტიკულ თანამშრომლობას საკუთარი ეკონომიკური ინტერესებისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების ნაწილად განიხილავს.

შესაბამისად, ინიციატივამ შესაძლოა არა მხოლოდ რუსეთზე სანქციებით ზეწოლა გააძლიეროს, არამედ აშშსა და ჩინეთს შორის სავაჭრო და პოლიტიკური დაპირისპირების ახალი მიმართულებაც შექმნას.

Scroll to Top